მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ლიონელ მესის დარჩენის ოფიციალური თხოვნით უკვე მიმართა, კლუბის ხელმძღვანელები აცნობიერებენ, რომ დღევანდელი მოვლენების შემდეგ ყველაფერი ასე მარტივად არ გამოვა.
RAC1-ის ინფორმაციით, ბორდის წევრები მიიჩნევენ, რომ მესის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ვერ დააკავებენ და ტრანსფერის ვარიანტს განიხილავენ.
კლუბის ხელმძღვანელების მტკიცებით, არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა (თავად მესის აზრით, მას გამოსასყიდი თანხა საერთოდ არ აქვს), მაგრამ მოკლე დროში რომელიმე კლუბისგან ასეთი შეთავაზების მიღება ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ, ისინი თანხას საგრძნობლად შეამცირებენ.

CHEPE,
რიბალდი უფრო ათრევდა ვიდრე მესი? 😁კაი რა, ბარსას გულშემატკივარი ამას რატო ამბობ, კაცმა სამი ლიგის თასი გაჩუქათ, სასწაული ეპოქა შექმნა, მთელ მსოფლიოს შეაყვარა ბარსელონა, აქცია ერთერთ უმთავრეს გრანდად მსოფლიოში რაც მანამდე არ იყო, ტოპ 3-4 გრანდს შორის, ერთ კაცს კლუბისთვის ამდენი არასდროს გაუკეთებია, ამ ყველაფრის შემდეგ თავისი ინტერესებიც არ დააფიქსიროს? დაღუპავს ის ნაბო••• ბართომეო ამ კლუბს და გაუყენებს მართლა მილანის, ინტერის და სხვა გრანდების გზას. სამარცხვინოდ იქცევა ბარსა თავის უმთავრეს ლეგენდაზე ისე ლაპარაკობენ მართველები რო გეგონება ერთი რიგითი იგროკი იყოს და ხვალვე მოიყვანენ მის შემცვლელს. დაჯე იურისტებიც ჩართეს საქმეში არ აქ უფლება წასვლისო, ძალით უნდათ დატოვონო, იმენა ნაბიჭვარი უთავმოყვარეო ხალხი მართავს დღეს ბარსელონას მეგობარო. მე ბავარიის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ზოგადად ფეხბურთს არ უხდება რაც დღეს ამ კლუბში ხდება არი ელიავას ბაზრობა.
წავა, და მართალიც იქნება. ამ ყველაფერს თუ იმიტომ აკეთებს, რომ ბართო გადადგეს, ის კი კიდევ არ გადადგება და მერე უნამუსოდ გამოვა და იტყვის რაც მოხდა მოხდა, მომავალზე უნდა ვიფიქროთო(ჩემი აზრით ასე იქნება), აი მართლა მთელი კატალონია ფეხზე უნდა ადგეს და გააჯმეინონ. რამდენად უპრინციპო უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი გაატარო და თვალი დახუჭო. კლუბი თავზე ჩამოგვეხურა ნელ-ნელა, მშვიდად, ცვლილებები არა ბალაყანა კიდე, ყველა წელს უარესობისკენ მიმართულ ცვლილებებს აკეთებდნენ, ხალხს კარგი დაპირებებით გულს ულბობდნენ და აქამდე მოიყვანეს საქმე. ბარსა მესის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ეგ კაცი ბედნიერებას იმსახურებს, რასაც ამ ტირანების ხელში ვერ ეღირსება. წავიდეს, თუ თვითონ ასე თვლის საჭიროდ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ იცის მესიმ რასაც აკეთებს, ტეხნიკურად უნდა ბართუშას მოშორება და ალბათ ეს გზა აირჩია, მაინც მეიმედება რო მესი დარჩება და ოთხთვალა წავა. თუ პირიქით მოხდა, კიდე ერთხელ ვამბობ, უნდა დაახურონ ბართუშას თავზე ყველაფერი. შემზიზღდა ფეხბურთი ამათ ხელში.
ბარსას გარდა არცერთი ევროპული გუნდის მაისურს არ ჩავიცვამო მესი არ იყო?
და აბა ეხლა ჩინეთში მიდის?
https://www.youtube.com/watch?v=hWqONbqDuJI
მილიონ პროცენტი! ამას ვიძახი მეც არცერთმა ჩვენთაგანმა არიცის ახლა შიგნით რაც ხდება მაგრამ ჩემი პოზიციიდან რასაც ვუყურებ და ვკითხულობ ეგრეა რაც დაწერე. აქამდე ყველა ჩუმად იყო სანამ კლანებს არ მიადგნენ 🙂
გასაგებია მესია და რაც სურს ის უნდა გააკეთოს. საუკეთესოა ისტორიაში და ვერავინ დაუდგება წინ, ვერც გაამტყუნებ 2-3 წელი დარჩენია და ახალი კლუბის შენებაში გაიპარება ეგ წლებიც, მაგრამ ერთი რამ არ მესმის რატომ ახლა? წინა 2 წელიც კრახით დასრულდა და ყოველი განადგურების მერე ეგ მესი იყო რომ გამოდიოდა და ამბობდა ხელმძღვანელობა და მწვრთნელი არაფერ შუაშიაო.უბრალოდ მისი ერთი სიტყვა იყო საჭირო გამოსულიყო და ეთქვა გულშემატკივრებისთვის რომ ხელმძღვანლობა ცუდად მუშაობს და დარწმუნებული ვარ 24 საათს ვერ გაქაჩავდა ბართოს ბანდა კლუბში მაგრამ ეს არ გაააკეთა, ან ვერ გააკეთა კლუბის კაპიტანმა და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელმა როცა მესი ამბობ ამას რომელი გულშემატკივარი გამოვა და მითხოვს ვინმს გადადგომას. სამწუხაროდ კიდე ერთხელ დასტურდება რომ პიროვნულად და ფსიქოლოგიურად სუსტია, 8-2 ის მერე კაპიტანი არ გამოსულა და ერთი გასამხნევებელი სიტყვაც არ უთქვამს გულშემატივრბისთვის, არც ბოდიში მოუხდია. ახლა კი უცებ გამოჩნდა რო კოფლიქტი აქ ხელმძღვანელობასთან როცა წინა ორი წელი ხელს აფარებდა, უბრალოდ ვერ ვხვდები. სიმართლე გითხრათ როგორც კულეს არა მაგრამ როგორც პირადად მესის გულშემატკივარს მიხარია რომ მიდის, ეს ბარსა კიდე 3-4 წელი იქნება არეული და მესის ბოლო წლებსაც ჩაიყოლებს როგორც ეს უკანასკნელი 3-4 გაანადგურა მისი კარიერის, მაგრამ ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება ეგარის, რომ ძაან ცუდ დროს მიდის და ცუდი ხერხით.
მსურველებმა 200 მილიონი დადონ და ბარსას ისღა დარჩება რო საკადრისი გაცილება მოუწყონ…
იუვენტუსში მინდა მესისა და რონალდოს ერთად ნახვა რომ მშვიდად მოვკვდე მერე