აგუსტი ბენედიტო, რომელიც “ბარსელონას” პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს, Sport-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. მისი თქმით ჟოზეპ მარია ბართომეუ არგენტინელს იძულებულს გახდის, “ბარსა” დატოვოს.
“სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ბართომეუ, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს იმას, რომ მესი “ბარსელონას” დატოვებს. ეს იქნება უკანასკნელი და ყველაზე ტრაგიკული შეცდომა შეცდომათა იმ გრძელ სიაში, რომელიც ბართომეუ-როსელის ერამ, შექმნა. ეს მმართველობა ჩვენი კლუბის ისტორიისთვის ნამდვილი კოშმარია.
დარწმუნებული ვარ, მესის ხელშეკრულება ამ ზაფხულს რომ უსრულდებოდეს, ახლავე წავიდოდა. ნეიმარის წასვლის შემდეგ, იგი ბედნიერი არ ყოფილა”.
ბენედიტომ, ასევე, განაცხადა, რომ რონალდ კუმანის დანიშვნას დადებითად ხვდება და, მისი აზრით, ჩავის “ბარსელონას” ჩასაბარებლად მეტი გამოცდილება სჭირდება.
“მე ვფიქრობ, იგი [ჩავი] “ბარსას” ისტორიაში, მესის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას ძალიან ვაფასებ. მან ყატარში უკვე 5 წელი გაატარა, ჩემი აზრით, სანამ “ბარსელონას” ჩაიბარებს, კლუბის სხვა ლეგენდების, ლუის ენრიკესა და პეპ გვარდიოლას, მსგავსად უნდა მოიქცეს – გაწვრთნას “ბარსა B” ან კუმანის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდეს”, – თქვა ბენედიტომ.
მეც. ფიქრობ რო ინიესტაა.
საუკეთესო ბარსას ისტორიაში მესის მერედა ისედაც კონკრეტულად ფეხბურთელიც რო ავიღოთ ინიეტა>ხავიზე ჩემი აზრით.
Magic iniesta
ჩემი აზრით ბარსას ისტორიაში მესის შემდეგ ყველაზე დიდი ფეხბურთელია ინიესტა.
1000% სიმართლე ჩავიზე და მესიზეც არაა სიმართლეს მოკლებული