რამონ პლანესმა ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დაიკავა. როგორც ბართომეუმ განაცხადა, ერიკ აბიდალმა თავად გადაწყვიტა თანამდებობა დაეტოვებინა, ერნესტო ვალვერდეს გაშვება და კიკე სეტიენის მოყვანა, სწორედ ფრანგის გადაწყვეტილება იყო, ამით მესისთან ურთიერთობა გაიფუჭა და საბოლოო ჯამში ყველაფერი ძალიან მძიმედ დასრულდა. აბიდალმა პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა.
რამონ პლანესი ამ დროის განმავლობაში აბიდალის თანაშემწე იყო, ამ პოზიციაზე “ბარსას” ლეგენდებსაც განიხილავდნენ, მათ შორის აქტიურად მიმდინარეობდა კარლეს პუიოლის კანდიდატურის განხილვა, მაგრამ ეს მხოლოდ ჟურნალისტურ წრეებში, კლუბი კი ამას არ განიხილავს, რადგან კარლესი უკვე გათავისუფლებული სუბისარეტას თანაშემწე იყო და “ბარსა”, არსებულ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შედეგად დატოვა.




არჩევნებამდე არაფერი არ შეიცვლება
მთავარია ახლა იმ ოთხთვალამ მარტამდე საჭირო ტრანსფერები მოასწროს და იმას იქეთ წასულა მერე მისი ფესვებიანად (მაქეთ გაუშობს ისედაც ლაპორტა)
თანაშემწის მოყვანას რა აზრი აქვს? აბიდალის ნაირი იქნება ესეც
ესეც უნდა გადაეყენებინათ. მთლიანად უნდა ამოძირკო ძველი და მოიყვანო სრულად ახალი გუნდი.