workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AS: “ბარსას” ორმა ფეხბურთელმა გასახდელი დაცალა

AS: “ბარსას” ორმა ფეხბურთელმა გასახდელი დაცალა

დღეიდან, “ბარსელონას” ფეხბურთელებისთვის დასვენება იწყება. ისინი მომდევნო სეზონისთვის მზადებას 3 კვირაში განაახლებენ. 

როგორც მოსალოდნელია, იმ მოთამაშეთა ნაწილი, რომლებმაც გუშინ “ბაიერნთან” მარცხში მონაწილეობა მიიღეს, გუნდს აღარ დაუბრუნდება. AS-ის ინფორმაციით, ორმა ფეხბურთელმა ბარგი უკვე ჩაალაგა – ივან რაკიტიჩმა და მარტინ ბრეითუეიტმა გასახდელში თავიანთი ადგილები გააცარიელეს. 

რაკიტიჩს, ბოლო პერიოდში, “სევილიასა” და ლონდონის “არსენალს” უკავშირებდნენ. ხორვატმა ნახევარმცველმა “ბარსელონაში” 6 სეზონი გაატარა და “ბლაუგრანას” მაისურით 310-ჯერ ითამაშა. 

ბრეითუეიტი, რომელიც გუნდს სულ 6 თვის წინ შეუერთდა და 11 მატჩი ჩაატარა, სავარაუდოდ, კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. მისი ტრანსფერით “ვესტ ჰემი” და “ევერტონი” ინტერესდებიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • Pirat❤️💙
    schedule 15 აგვ 2020, 22:55

    ვიდალიც რობერტო ფირპო რაფინია მირანდა უმტიტი ესენიც გასაშვებია

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 აგვ 2020, 22:38

    nika 54,
    ეგ არვიცი ეხა როგორ წავლენ მუქთად თუ ფულით მაგრამ ვინც ბარსადან წავიდა ყველამ გოლი გაგვიტანა როცა შეგვხვდა ალბათ ესენიც მაგას აპირებენ

  • nika 54
    schedule 15 აგვ 2020, 22:32

    ციტატა: BARCELONA FOREVER
    წარმატებები ორივეს ახალ გუნდში


    ნეტა ვის რათ უნდა, ვინ ეპატიჟება მაგათ და თუ მიდიან, იხდიან მაგათში რამეს თუ როგორც ყოველთვის მუქთად წავლენ.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 აგვ 2020, 21:46

    ფარნა,
    შენი კომენტარი ვერ გავიგე მეგობარო და იქნება უფრო გარკვევით დაწერო

  • mesi_10
    schedule 15 აგვ 2020, 21:32

    გზა მშვიდობისა …

  • ფარნა
    schedule 15 აგვ 2020, 21:16

    ციტატა: BARCELONA FOREVER
    M10 S9 D11,
    გეშველა ხო სულ მძორს იძახდი და 😀

    Griezzy7,
    დროზე გაასხან ამათმა და ყველა ერთად ამოვისუნთქებთ მერე


    და დე იონგმა რომ კიდევ ტრავმა მიიღოს ვინ უნდა დააყენონ ეს ითამაშებს ვინც რაკეტას მძორკიტჩს ეძახის? ვაი გუნდის გულშემატკივრობას პრობლემა თქვენც ხართ ხელმძღვანელობაც

  • sandro barca
    schedule 15 აგვ 2020, 21:14

    ციტატა: პავლოვიჩი56
    ბართომეუ უნდა წავიდეს სასწრაფოდ,ისე გუნდს არაფერი არ ეშველება…არა.სეზონის დასაწყისში ვწერდი,რომ ბარსა წელს უტიტულოდ დარჩებოდა. ბართომეუ შემოგზავნილია და დავალება შეასრულა…ბარსა დაანგრია.ხო,როსელიც ბართომეუს თანამზრახველია.


    გეთანხმები.ეგ კაცი თუ არ მოშორდა გუნდს თავისი ე.წ.ბორდიანად არაფერი გუნდს არ ეშველება და აზრიანი მწვრთნელი ამათთან სათანამშრომლოდ არ მოვა.

  • პავლოვიჩი56
    schedule 15 აგვ 2020, 21:02

    ბართომეუ უნდა წავიდეს სასწრაფოდ,ისე გუნდს არაფერი არ ეშველება…არა.სეზონის დასაწყისში ვწერდი,რომ ბარსა წელს უტიტულოდ დარჩებოდა. ბართომეუ შემოგზავნილია და დავალება შეასრულა…ბარსა დაანგრია.ხო,როსელიც ბართომეუს თანამზრახველია.

  • Andres_Iniesta
    schedule 15 აგვ 2020, 20:56

    ბრეითვაითი არ უნდა წავიდეს ჯერ ჩემი აზრით

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 აგვ 2020, 20:51

    M10 S9 D11,
    გეშველა ხო სულ მძორს იძახდი და 😀

    Griezzy7,
    დროზე გაასხან ამათმა და ყველა ერთად ამოვისუნთქებთ მერე

  • M10 S9 D11
    schedule 15 აგვ 2020, 20:48

    ძლიივს ძლიიივს მოგვშორდება ეს მძორი

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 აგვ 2020, 20:47

    Griezzy7,
    კიკეს და ბართოს ანახე ?😂

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 აგვ 2020, 20:42

    წარმატებები ორივეს ახალ გუნდში