workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიო ფერდინანდი: მთავარი კითხვა ისაა, თუ რას ფიქრობს მესი?

რიო ფერდინანდი: მთავარი კითხვა ისაა, თუ რას ფიქრობს მესი?

მატჩის დასრულების შემდეგ რიო ფერდინანდმა, გარი ლინეკერმა და ოუენ ჰარგრივსმა “ბარსელონას“ სამომავლო მდგომარეობაზე და ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაზე ისაუბრეს.

გარი ლინეკერი: “შემადგენლობა აშკარად გადაბერებულია, მათი საშუალო ასაკი 30 წელზე მეტი იყო, გუნდის ლიდერები კი 33 წლისები არიან.“

“მესისა და სუარესს იმ დონის დამხმარეები აღარ ჰყავთ, როგორებიც ჩავი და ინიესტა იყვნენ.“

რიო ფერდინანდი: მთავარი კითხვა ისაა, თუ რას ფიქრობს მესი? სურს თუ არა მას ცვლილება და სხვაგან წასვლა?

გარი ლინეკერი: ჩემი აზრით ის ფიქრობს, რომ ორი წელი უმაღლეს დონეზე თამაშის შანსი ისევ აქვს და შესაძლოა, აქ დარჩენა აღარ უნდოდეს, რადგან სხვა ევროპულ გრანდში “ბარსელონასთან“ შედარებით გაცილებით უკეთესი სიტუაცია დახვდება.“

ოუენ ჰარგრივსი: ნუთუ თქვენ მისი სხვა მაისურში ხილვა წარმოგიდგენიათ. ანსუ ფატიმ გუშინ ასე თუ ისე კარგად ითამაშა, მაგრამ ის მხოლოდ 17 წლისაა. სხვაობა მესისა და მის მომავალ მემკვიდრეს შორის ძალიან დიდია.

გარი ლინეკერი: “სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მესისთვის მომავალი წელიც არ იქნება წარმატებული “ბარსაში“.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Lasha71
    schedule 15 აგვ 2020, 20:03
    #3

    ჯერ კიდევ ორი წლისწინ ვწერდი რომასთან მარცხის შემდეგ და მერეც არაერთხელ დავწერე , მთავარი მიზეზი გუნდის სიბერეა ! სწორედ ამით ისარგებლა რომა როცა ზემაღალი ტემპი შემოგვთავაზა , ლივერპულმაც იგივე გაიმეორა და ბაიერნმაც ეს გააკეთა. აი მე რომ ამა ვხვდები ეს ქინძი სეტიანი რატომ ვერ მიხვდა გუნდი მაღალტემპში რომ ათამაშა

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 აგვ 2020, 16:01
    #2

    GIo-GxP-FCB,
    იასნია არსად არ წავა ვინც წასასვლელია ის რო წავა მერე კარგად იქნება ყველაფერი მთავარია დროზე გა..ვან

  • GIo-GxP-FCB
    schedule 15 აგვ 2020, 15:21
    #1

    მესი არ წავა ასეთ რთულ დროს არ მჯერა არ იკადრებს მასეთ რამეს უბრალოდ მიაწვება ხელმძღვანელობას და დაემუქრება წასვლით რომ რადიკალური ცვლილებები მოახდინონ მეტი არაფერი