მარკ ანდრე ტერ-შტეგენი sofascore.com-მა 5.2 ქულით შეაფასა. ეს ყველაზე დაბალი ქულაა, რომელიც გერმანელმა მეკარემ “ბარსელონაში“ გადმოსვლიდან დაიმსახურა.
ამგვარი შედეგის მიზეზი არა მარტო 8 გაშვებული გოლი, არამედ თამაშის სხვა ასპექტებში არადამაჯერებელი ქმედებები იყო.
განსაკუთრებით მოულოდნელად მისი არაზუსტი პასების სიჭარბე შეგვიძლია, მივიჩნიოთ. მიუნხენელთა პრესინგის ფონზე ამ შეცდომების დაშვება ფაქტობრივად გარდაუვალი იყო.
მარკის სრული სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
სეივები – 5
მუშტებით გამოტანა – 2
შეხება – 54
პასების რაოდენობა – 27
პასების სიზუსტე – 71%
გრძელი პასების სიზუსტე – 5/13

დაწყების წინ ამას ისეთი ჩაჯ… სახე ქონდა მივხვდი, რომ დანძრეული გვქონდა.
აი ამას რა სჭირდა ვერ გავიგე ყველა გრძელი პასი გააფუჭა მარა ამის რა ბრალია კაციშვილი არ ეხსნებოდა ამ დროს სუ ყველა ამას ატენიდან უკან ბურთს
ორი მაგდენსაც გაგვიტანდნენ რა ვალდესი
პასი რო გააკეთო ვინმე უნდა იხსნებოდეს, ან დარბოდეს ბლ*ად
Serenity.,
რეორგანიზაცია კარგა ხნის წინ იყო დასაწყები მაგრამ ამ დრომდე მოვედით ეს ახ..რი კიდე არც აპირებს წასვლას რატო წავა არ კიდია ფანების ნერვები
BARCELONA FOREVER,
მაგას რეორგანიზაცია უშველის, რომელიც პრეზიდენტით და მთელი მისი შტაბით უნდა დაიწყოს. ახალი სიცოცხლე და სისხლი უნდა ბარსელონას და მანდ ვხედავ გამოსავალს, კონკრეტულ და მით უმეტეს თითქმის უდანაშაულო ფეხბურთელზე ხელის დადებაში-ვერა.
Serenity.,
შტეგენზე აბსოლიტურად გეთანხმები მაგრამ კარგი და ცუდი დღეო ჩვენ რო ყოველთვის ცუდ დღეში ვართ მაგას რა ეშველება
ყველამ ვიცით შტეგენი რა დონეა და ამ ერთი მატჩით დაკნინება ძაან ტეხავს. ეგ რო არა გაცილებით მეტი გოლი გავიდოდა თითოეულ თამაშზე, ამ დაცვის ფონზე რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ცუდი და კარგი დღეები ყველას აქვს და ამის გამო შტეგენის გადაგდება არასწორი საქციელია ჩემი აზრით, მით უმეტეს მხოლოდ მის ხარჯზე რო იყოს ეს წაგება კიდევ ჰო
მასეთი შედეგებით ნაკრებში ნოიერს ვერ გაუწევს კონკურენციას
ძალიან მაკლია ვიქტორი