“ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ხანგრძლივი მშრალი სერია შეწყვიტა.
ლისაბონში, “და ლუშის” სტადიონზე 33 წლის ცენტრფორვარდმა მიუნხენის “ბაიერნის” კარი აიღო. 2015 წლის სექტემბრის შემდეგ, ეს მისთვის ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრაში პირველი გოლია.
სუარესმა ბოლოს თავი “რომას” წინააღმდეგ, “სტადიო ოლიმპიკოზე” გამოიჩინა. ამის შემდეგ, დღევანდელ გოლამდე, მან მოედანზე უშედეგო 1952 წუთი გაატარა და კარში არაზუსტად 69-ჯერ დაარტყა.

გაიკეთოს ტრაკში ეგ ერთი ბურთი
Shvci bar