workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესს ყატარიდან მსურველი გამოუჩნდა

ლუის სუარესს ყატარიდან მსურველი გამოუჩნდა

“ბარსელონას” ვეტერან თავდამსხმელს, ლუის სუარესს მსურველები არ აკლია და, შესაძლოა, მისი გაყიდვა კლუბმაც მოინდომოს.

BeIN Sports-ის ინფორმაციით, ურუგვაელით “ალ-არაბი” ინტერესდება. წყაროს თანახმად, ყატარული გუნდი “ელ პისტოლეროს” გარემოცვასთან კონტაქტს ინარჩუნებს და მის ამ სატრანსფერო ფანჯარაზევე შეძენას იმედოვნებს.

გამოცემის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელით პირადად “ალ-არაბის” ისლანდიელი მთავარი მწვრთნელი, ჰეიმირ ჰოლგრიმსონია დაინტერესებული, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობას მისი ყიდვა მოსთხოვა.

შეგახსენებთ, სუარესს “ბარსასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა, “ბლაუგრანას” პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს განცხადებით, გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარების შემდეგ, ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 13 აგვ 2020, 19:14

    რა ყატარი ჯერ არსად წავა და თუ წავიდა მგონია MLS ში წავა 😀

  • JUZI
    schedule 13 აგვ 2020, 15:48

    ჯერ ჩვენ გვჭირდება შეეშვით!