workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გეგმა ანტი-ბაიერნი” – კიკე სეტიენმა ტაქტიკა შეიმუშავა

“გეგმა ანტი-ბაიერნი” – კიკე სეტიენმა ტაქტიკა შეიმუშავა

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, კატალონიის “ბარსელონას” ლისაბონში გასამართ მეოთხედფინალში მიუხენის “ბაიერნის” ბარიერის დაძლევა მოუწევს, რათა ნახევარფინალში გასვლა მოახერხოს.

“ბლაუგრანას” გამოცდილი მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი აცნობიერებს, რომ მომავალი მეტოქის სიძლიერეს მისი ფიზიკური მდგომარეობა და ინტენსივობა განაპირობებს.

ამგვარად, Diario Sport-ის ინფორმაციით, 61 წლის სპეციალისტმა მიუნხენელთა წინააღმდეგ 4-4-2 ტაქტიკა აირჩია.

აღნიშნულ სქემაში ნახევარდაცვის ხაზს ფრენკი დე იონგი, სერხიო ბუსკეტსი, არტურო ვიდალი და სერჟი რობერტო გაამაგრებენ, ხოლო შეტევას ანტუან გრიზმანი მოაკლდება, რომელიც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.

კანტაბრიელის აზრით, 4-3-3 ტაქტიკას აზრი ეკარგება, თუ ბურთი წინ გამწესებულ ტრიოსთან არ მივიდა. ამ შემთხვევაში ხსენებული 3 შემტევი გუნდს წყდება, რაც, შესაბამისად, მათ არაპროდუქტიულობას გამოიწვევს.

აგრეთვე, კიკე მიიჩნევს, რომ ლეო მესი თავდამსხმელის პოზიციაზე შესანიშნავად იასპარეზებს, მის გვერდით კი ლუის სუარესი იმოქმედებს, რაც საგოლე შანსების შესაქმნელად სრულიად საკმარისი იქნება.

გარდა ამისა, სეტიენის მიერ მოფიქრებული ტაქტიკა, მატჩის მიმდინარეობისას ან მანამდე, შესაძლოა, 4-3-1-2 სისტემით შეიცვალოს – ეს ნიშნავს, რომ მოედნის ცენტრში განლაგებული 4 შუახაზელიდან, 3 უკან დაიწევს, ხოლო არტურო ვიდალი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლებს და ორი თავდამსხმელის უკან იმოქმედებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • Lasha71
    schedule 12 აგვ 2020, 20:17

    ბაიერნს არ უთხრათ ეს ამბავი

  • nika 54
    schedule 12 აგვ 2020, 13:26

    "ბლაუგრანას" გამოცდილი მთავარი მწვრთნელი , კიკე სეტიენი აცნობიერებს, რომ მომავალი მეტოქის სიძლიერეს მისი ფიზიკური მდგომარეობა და ინტენსივობა განაპირობებს.

    მადლობა ავტორს კარგად გამაცინა.

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: kortoxa23
    არაა ცუდი გადაწყვეტილება. ბაიერნისთვის ბრთის დათმობა კარგად არ ასახება ბარსაზე. უძლიერეს ბაიერნთან ახევარ დაცვა არ უნდა დავთმოთ


    ზუსტად ეგაა ბურთის დათმობა, 4 ნახევარმცველით თამაში. ზოგადად კრუიფის აზრითაც და პრაქტიკაშიც 4-42 ით თამაშის დროს არც ნახევარდაცვაში და არც შეტევაში სამკუთხედი არ იკვრება და ბურთს ვერ დაიჭერ. ლივერს ვ3თამაშეთ ამ ტაქტიკით პირველი და 3-0 მოვუგეთ ზატო ბურთის ფლობა წავაგეთ. ისე სეტიენმა ჩემი კომი ნახა? ზუსტად ეს სასტრვი დავწერე გუშინ


    რა თქმა უნდა ნახა, აბა თვითონ ხო ვერ მოიფიქრებდა. 😻

    ციტატა: InFiNiTe8
    კარგია. ზუსტად ამას ველოდი! წინა კომენტარშიც ეს ვთქვი. მთავარია ბურთი დავიჭიროთ და ნახევარდაცვამ ბურთი გაანაწილოს. მიმტანი გვჭირდება თავდასხმამდე, გამტანი კი გვყავს ისედაც.


    კაი ნათქვამია, "გამტანი" იმიტომ რომ "გამტანები" აღარ გვყავს.

  • Don_Andresito
    schedule 12 აგვ 2020, 07:22

    ციტატა: kortoxa23
    არაა ცუდი გადაწყვეტილება. ბაიერნისთვის ბრთის დათმობა კარგად არ ასახება ბარსაზე. უძლიერეს ბაიერნთან ახევარ დაცვა არ უნდა დავთმოთ


    ზუსტად ეგაა ბურთის დათმობა, 4 ნახევარმცველით თამაში. ზოგადად კრუიფის აზრითაც და პრაქტიკაშიც 4-42 ით თამაშის დროს არც ნახევარდაცვაში და არც შეტევაში სამკუთხედი არ იკვრება და ბურთს ვერ დაიჭერ. ლივერს ვ3თამაშეთ ამ ტაქტიკით პირველი და 3-0 მოვუგეთ ზატო ბურთის ფლობა წავაგეთ. ისე სეტიენმა ჩემი კომი ნახა? ზუსტად ეს სასტრვი დავწერე გუშინ

  • Gaucho86
    schedule 11 აგვ 2020, 22:18

    გუნდის ერთ-ერთი დიდი მინუსი (ჩემი აზრით) არის ის,რომ საჯარიმოს გარედან დამრტყმელი ნახევარმცცელი არ გვყავს,რაკეტას გარდა,რომელსაც ჩამშლელს ათამაშებენ.კარგია ტიკი-ტაკა და ბურთის კარში შეტანა პასებით,მაგრამ როცა მეტოქე შენზე კარგ ფიზიკურ კონდიციაშია და ზონებსაც ადვილად გიკეტავს,ძნელია პასებით საჯარიმოში შესვლა.შეიძლება ვაბანკზე წასვლასავით ჟღერდეს,მაგრამ 4-3-1-2 კარგი ვარიანტი იქნება,თუ თავდამსხმელების უკან რაკეტა ან პუჩი დადგებიან,ვინაიდან ორივეს შეუძლია გასროლა.სუას და მესისი კიდევ ამ გასროლებისთვის სივრცის გახსნა არ ეშლებათ

  • Gio Mzarelua
    schedule 11 აგვ 2020, 22:03

    ფატის შემოყვანა თუ აუცილებელი არ გახდა შეტევა ჩემი აზრით არ შეილება, ყველაზე ძლიერ მეტოქეს ყველაზე გამოუცდელი ფეხბურთელი(მაგრამ უნიჭიერესი)
    არ უნდა დაულირისპირო

  • kortoxa23
    schedule 11 აგვ 2020, 21:50

    არაა ცუდი გადაწყვეტილება. ბაიერნისთვის ბრთის დათმობა კარგად არ ასახება ბარსაზე. უძლიერეს ბაიერნთან ახევარ დაცვა არ უნდა დავთმოთ

  • Wtf man
    schedule 11 აგვ 2020, 21:14

    ჯობია გრიზმანი სკამზე დასვას და მეორე ტაიმში ანგარიშიდან გამომდინარე შემოიყვანოს თუ ვიგებთ ჯეკა შეცვალოს მუშაა ძაან და პრესინგზე გამოგვადგება

  • M10 S9 D11
    schedule 11 აგვ 2020, 20:58

    იდეალური გადაწყვეტილებაა მეორე ტაიმში გრიზმანი და ფატი უნდა შემოიყვანოს ვიდალი იქნება ოდნავ აწეული წინ შეტევასაც მიეხმარება დააპრესინგებს წინ და დაცვასაც მიეხმარება სემედუს გნაბრის გაჩერება მარტო გაუჭირდება და რობერტო დააზღვევს დალშე დე იონგზე და ბუსკეცზე იქნება ბევრი დამოკიდებული საყრდენ ზონაში არ უნდა გაახარონ ბაიერნის ნახევარ მცველები

  • InFiNiTe8
    schedule 11 აგვ 2020, 20:17

    კარგია. ზუსტად ამას ველოდი! წინა კომენტარშიც ეს ვთქვი. მთავარია ბურთი დავიჭიროთ და ნახევარდაცვამ ბურთი გაანაწილოს. მიმტანი გვჭირდება თავდასხმამდე, გამტანი კი გვყავს ისედაც.

  • JUZI
    schedule 11 აგვ 2020, 20:05

    კიკე და ტაქტიკა? ნუ მაცინებთ რა.

  • Tsitsi
    schedule 11 აგვ 2020, 19:31

    ციტატა: FloweN
    Tsitsi,
    თქვენზე არც მაქვს პრობლემა, პირიქით სასიამოვნოა, ესპანური გამოცემა რო წერს სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი…
    ზოგადად ხშირია გასახდელიდან გამოტანა რაღაცეების და მაგას ვგულიხსმობდი…

    ნოიერმა როცა ამოიღო ინანა, გაიზარდა იმის მერე და ჭკუა ისწავლა, მაგრამ აშკარად გუნდელებს ვერ ასწავლა ვერაფერი…


    არაფერია უჩვეულო, ასეთი მატჩების წინ, ყოველთვის იწერება მსგავსი სტატიები..რამდენჯერმე მახსოვს, ვალიკოს დროს ფოტოდანაც კი ამოიკითხეს ტაქტიკა

  • FloweN
    schedule 11 აგვ 2020, 19:30

    Tsitsi,
    თქვენზე არც მაქვს პრობლემა, პირიქით სასიამოვნოა, ესპანური გამოცემა რო წერს სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი…
    ზოგადად ხშირია გასახდელიდან გამოტანა რაღაცეების და მაგას ვგულიხსმობდი…

    ნოიერმა როცა ამოიღო ინანა, გაიზარდა იმის მერე და ჭკუა ისწავლა, მაგრამ აშკარად გუნდელებს ვერ ასწავლა ვერაფერი…

  • Tsitsi
    schedule 11 აგვ 2020, 19:26

    იცით რა მიკვირს? ნოიერი რო არაფერს ამბობს 🤣

    ციტატა: FloweN
    ლოგიკურია, ბაიერნის სისწრაფეებს 4-3-3 ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ასე სააშკარაოზე რატო გამოაქვთ რას ფიქრობენ და როგორ აპირებენ თამაშს?


    ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის ვერსიაა და საინტერესოდ ჩავთვალე, გამეზიარებინა თქვენთვის

  • FloweN
    schedule 11 აგვ 2020, 19:20

    ლოგიკურია, ბაიერნის სისწრაფეებს 4-3-3 ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ასე სააშკარაოზე რატო გამოაქვთ რას ფიქრობენ და როგორ აპირებენ თამაშს?

  • philipe coutinho
    schedule 11 აგვ 2020, 19:19

    ვფიქრობ სწორი არჩევანია მაინც ტყუილად დატბის ის გრიზმანი და ასე ქემაინც სკამიდან გაძლიერების საშუალება მაინც გვექნება

  • Iniesta_8
    schedule 11 აგვ 2020, 19:19

    დაცვაში ჩადგომას აზრი არ აქვს. ვერ გაუძლებენ ჩვენი მცველები. ცენტრი უნდა წავართვათ და ბევრი შეტევის საშუალება არ მივცეთ. მეორე ტაიმში გრიზმანი და ფატი უნდა ჩაერთონ შეტევაში ვიდალის და სუარესის მაგივრად