Mediaset-ზე დაყრდნობით, ესპანური Marca “ბარსელონას” კაპიტანთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლიონელ მესიმ იტალიაში სახლი შეიძინა, რომელიც “სან სიროს” სტადიონიდან 6 კილომეტრითაა დაშორებული.
რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მესის “ინტერში” ტრანსფერის შესახებ მეტი სპეკულაციის საფუძველს იძლევა. როგორც იცით, არგენტინელის მილანურ კლუბში გადასვლაზე, ბოლო დროს, პრესაში საკმაოდ ბევრი იწერება. რამდენიმე კვირის წინ Gazzetta dello Sport-მა 260 მილიონიანი ხელშეკრულების პროგნოზი გააკეთა, რომელიც “ბარსას” მოქმედ ლიდერს “ინტერთან” 5 წლით დააკავშირებს.
სახლი, რომელზეც სტატიაშია საუბარი, მილანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ ვიალე დელა ლიბერაციონეს უბანში მდებარეობს.

სად წავა 34-ე წელს მიღწეული, გიჟი ხო არ არის. სულ გააფუჭოს აწყობილი კარიერა. რონალდუს რას უყურებთ, ყოველ შემთხვევებზე უფრო და უფრო უკეთეს გუნდებში გადადიოდა, და ეს დაქვეითებაზე უნდა წავიდეს. ბარსაზე მეტი შანსი იმისთვის რო ჩემპიონთა ლიგა კიდევ მოიგოს მაინც რეალია და იქ ხო არ წავა.
არა მგონია სადმე წავიდეს.
ძაან არ მომწონს ეს ჭორები, იმედია ჭორად დარჩება.
ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ , რომ არსად წავა , რეალურად სიტუაცია ასეთია ; ერთადერთი გამოწვევა რაც დარჩა მესის , ეს არის მსოფლიო ჩემპიონობა და ზუსტად მაგას ემსახურებოდა ლაუტაროს ტრანსფერი , მაგრამ სავარაუდოდ მანდედან არაფერი გამოვა და არ გამოვრიცხოთ რომ მესიმ მაგის გამო მიაშუროს ინტერს , რადგან ლაუტაროს ორი წლის მერე ყიდვას , მესისთვის აზრი ეკრაგება . მხოლოდ ამ მიზეზით თუ მოხდება ეს ტრანსფერი , სხვა შემთხვევაში გამორიცხულია , თუ წასვლა უნდა ბოლო-ბოლო სიტიში წავა პეპთან . იმედია ჩემი მოსაზრება , თავიდან ბოლომდე მცდარია .