ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფილიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯორაბჩიანმა, ბრაზილიელი ფეხბურთელი “არსენალსა” და “ტოტენჰემს” შესთავაზა.
“მეთოფეები” შემტევი ნახევარმცველის დამატებაზე ორიენტირებულნი არიან. თუმცა, მათი მთავარი სამიზნე ამჯერად ვილიანია, რომლის დამატებაც უფასოდ შეუძლიათ.
რაც შეეხება “დეზებს”, მათ 28 წლის ფეხბურთელის შეძენასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
როგორც ჯორაბჩიანი აცხადებს, კოუტინიო პრემიერ ლიგაში წასვლითაა დაინტერესებული, მაგრამ არც “ბარსელონაში” დარჩენაზეა წინააღმდეგი.
ფილიპე ამჟამად “ბაიერნში”, იჯარის წესით, იმყოფება. ამ სეზონში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივში კი 9 გოლთან ერთად 8 ასისტია.

ალენია?
ძაან ბევრი ნახევარმცველი გროვდება მერე.
ბუსი.ფრენკი.პიანიჩი.პუჩი.პედრი. და მაგას ჯობია პუჩი შეეჩვიოს პირველ გუნდს უფრო.
მართლა გასაშვებია კოუტინიო, ისე პუჩიც და მათ ნაცვლად ალენია და მონჩუ
ლონდონში ხო დაანთებს ცეცხლს და გადახნავს მინდვრებს რაა.
დატოვეთ რაა
არსენალს მიეცით 80 მილიონად
დატოვეთ დატოვეთ რაღაცაში გამოვიყენებთ მაინც ბოლო-ბოლო ნახევარ დაცვაში შემტევი სტილის ნახევარ მცველი გვეყოლება მარტო პუჩი რო გვყავს