იტალიური კლუბის პრეზიდენტის მუქარის მიუხედავად, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შეხვედრის “კამპ ნოუზე” ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივმა საბჭომ UEFA-ს რეკომენდაცია უკვე მისცა, რაც ჯანმრთელობის დეპარტამენტის მდივანმა, ჟოზეპ მარია არიმონმა, RAC1-თან ინტერვიუში დაადასტურა.
“მატჩი ჩვეულებრივად ჩატარდება. კატალონიაში ახლანდელი მდგომარეობა იმაზე უკეთესია, რაც ერთი კვირის წინ იყო.
სტადიონზე სულ 350 ადამიანი იქნება, თანაც UEFA-ს პროტოკოლს, რომელიც ძალიან მკაცრია, ზედმიწევნით ვიცავთ”. – განაცხადა მან.
“ბარსა”-“ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირება 8 აგვისტოს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. იტალიურ მხარეს მატჩის ბარსელონაში გამართვა ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო არ სურდა.




მაგარია, საკუტარ კედლებსი თამაში სულ სხვაა.
ნაპოლის განადგურების დღეა კამპ ნოუზე