workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლემან ლანგლეს ინტერვიუ

კლემან ლანგლეს ინტერვიუ

“ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში კლემან ლანგლემ “ნაპოლისთან” მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ნაპოლის” დამარცხება საკმაოდ რთულია. პირველ შეხვედრაში ფრედ ვითამაშეთ, რითაც მხოლოდ მცირე უპირატესობა მოვიპოვეთ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და პორტუგალიაში გასამგზავრებლად მოგვიწევს, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ. მომავალში კი ვეცდებით, რაც შეიძლება შორ ეტაპამდე გავიდეთ.”

“მერტენსი? მის წინააღმდეგ თამაში პირველ დაპირისპირებაში ვერ შევძელი, თუმცა წინასასეზონო შეხვედრაში ეს მოვახერხე. მას საკმაოდ კარგი საწყისი სისწრაფე აქვს, უყვარს მცველების ზურგს უკან გაქცევა და დამაგვირგვინებელ ფაზაში უბრალოდ ლეტალურია. ნეაპოლში კარგი გოლიც გაიტანა.”

“ყოველთვის მომწონდა თუ როგორ თამაშობდნენ მცველები. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორში ყურადღების ცენტრში ისინი არ იმყოფებიან, ლორან ბლანისა და ჟერარ პიკეს თამაში ჩემთვის შთამაგონებელი იყო. ვცდილობდი, მომავლისთვის სწორედ მათგან ამეღო მაგალითები.”

“საწყის წლებს რაც შეეხება, თავდაპირველად ნახევარმცველად ვთამაშობდი, თუმცა, შემდეგში უფრო დიდ კლუბში გადავედი, სადაც ჩემი მონაცემები უკვე მცველის ამპლუის შესაბამისად მიიჩნიეს.”

“ევროპელ თავდამსხმელებს შორის ლევანდოვსკის გამოვყოფდი. ის ძალიან ტექნიკურია, შესანიშნავად თამაშობს კარის წინ და ასევე საჯარიმოში. ფიზიკურადაც ძლიერია და მის წინააღმდეგ თამაშისას მუდმივად ყურადღებით უნდა იყო, რადგან სიტუაციის გამწვავება ძალიან სწრაფად შეუძლია.”

“ლუკაკუს წინააღმდეგ დაცვაც საკმაოდ რთულია, რადგან ის ფიზიკურად დიდი და მძლავრი მოთამაშეა. მირჩევნია, რომ მასთან ახლოს არ ვიდგე, რათა არ შემომაბრუნოს და უპირატესობა არ მოიპოვოს.”

“მათ გარდა რაშფორდის საწყისი სისწრაფე ძალიან შთამბეჭდავია და ის კარისაგან შორს უნდა ამყოფო, რათა ხიფათი ვერ შექმნას. ასევე მანე და სალაჰი უძლიერესი თავდამსხმელები არიან, ფირმინო მათ ერთმანეთს აკავშირებს და მათთვის სივრცეების შექმნას ცდილობს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 04 აგვ 2020, 17:08

    ცოტა მოსამატებელია არასტაბილურია

  • Messi messi
    schedule 04 აგვ 2020, 10:25

    ამან ცოტა მოუმატოს და უმახლესი დონის მცველი გახდება ტან24ისაა და ცოტაც კიდე და ბარსას დაცვის ბურჯი გახდება

  • nika 54
    schedule 04 აგვ 2020, 09:56

    "ლუკაკუს წინააღმდეგ დაცვაც საკმაოდ რთულია, რადგან ის ფიზიკურად დიდი და მძლავრი მოთამაშეა. მირჩევნია, რომ მასთან ახლოს არ ვიდგე, რათა არ შემომაბრუნოს და უპირატესობა არ მოიპოვოს."

    ანუ ეშინია რო ფიზიკურად ძლიერმა ლუკაკუმ არ შემოაბრუნოს და….სწორია, უსაფრთხოება უნდა დაიცვას კაცმა, როცა უკან დიდი და ძლიერი ზანგი მოგექცევა.

  • JUZI
    schedule 04 აგვ 2020, 09:14

    შენ უნდა მოუმატო, აუცილებლად უნდა მოუმატო.