Sport-თან ინტერვიუში, “ბლაუგრანას” პრეზიდენტი კლუბის ამჟამინდელ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.
მან ყურადღება არტურის გარშემო არსებულ გაურკვევლობასა და ანსუ ფატის კონტრაქტზე გაამახვილა.
“არტურის მსგავსი საქციელი, პირველ რიგში, თანაგუნდელების უპატივცემულობაა. გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობა უნდა.”
“ჩვენ არტურის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ, რადგან მის საქციელს გამართლება არ მოეძებნება. დარეკა და თქვა: “მე არ დავბრუნდები, ბრაზილიაში ვრჩები.” ამის უფლება მისთვის არავის მიუცია.”
“მწვრთნელის შეცვლაზე საერთოდ არ გვიფიქრია. ვიცი, რომ გარკვეული ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ სეტიენი 2 თამაშს ვერ მოიგებდა, მას პიმიენტათი ჩავანაცვლებდით. თუმცა, ეს საკითხი არც კი განხილულა.”
“ჯერ არავისთან არ გვისაუბრია. მათ შორის არც ლორან ბლანთან. ჩავისთან პირადად მე ვისაუბრე, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან თავის გუნდთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა. ის სწორედ მაშინ დაბრუნდება, როდესაც თავს ამისათვის მზად ჩათვლის.”
“ანსუ? ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა, ზოგიერთი კლუბი მის მიმართ ინტერესს იჩენდა. მიუხედავად ამისა, “ბარსას” პასუხი იყო “არა,” ანსუ არ იყიდება. ის კლუბისთვის შეუცვლელია.”
“არტურს უკეთესი კონტრაქტის პირობები ჰქონდა სხვებისაგან, რის მსგავსსაც ჩვენ ვერ შევთავაზებდით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სატრანსფერო ოპერაციებზე მუშაობა.”

ანუ რატო? რატოარის ეს კაცი ბარსას პრეზიდენტი????????????
მოუხშირა კრისამ ინტერვიუებს. არჩევნები მოდის თორე ადრე არც არავის არაფერს ეუბნებოდა, არ ეკიდა ჩმორი კატალონიელების აზრი? გააქტიურებულია, თუ კიდე მოიგო არჩევნები წარმატებებს ვუსურვებ ბარსას საფლავისკენ მიმავალ გზაზე