ვირუსის მეორე ტალღამ, შესაძლოა, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის გასამართ შეხვედრაზე გავლენა იქონიოს.
მატჩი “კამპ ნოუზე”, 8 აგვისტოს არის ჩანიშნული, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო, არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრა სხვაგან ჩატარდეს.
UEFA-მ კატალონიის ხელისუფლებას ოფიციალურად მოთხოვა ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი პროცენტით იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, კონკრეტულად კატალონიის რეგიონში.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც UEFA კითხვაზე პასუხს მიიღებს.




მაყურებლის გარეშე ტარდება და სტატისტიკა რა შუაშია?