“ბარსელონას” რადარზე დიოგუ დალოტი გამოჩნდა – The Sun

“ბარსელონას” რადარზე დიოგუ დალოტი გამოჩნდა – The Sun

კატალონიის “ბარსელონას” რადარზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა – The Sun-ის ინფორმაციით, “ბარსა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველით, დიოგუ დალოტით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, კიკე სეტიენის გუნდი “მანკუნიანელთა” მარჯვენა მცველის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

როგორც ცნობილია, 21 წლის უკანახაზელი “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სულშერის გეგმებში არ შედის, შესაბამისად, ინგლისელები მოლაპარაკებებზე თანახმანი იქნებიან და შეთანხმების მიღწევაც გამარტივდება.

“ბლაუგრანა” დალოტის ყიდვას კლუბიდან ნელსონ სემედუს ან ჟუნიორ ფირპოს წასვლის შემთხვევაში აპირებს და მას სარეზერვო ვარიანტად განიხილავს. როგორც ჩანს, “ლურჯ-ბრიწეულისფერები” იმ ფაქტით მოიხიბლნენ, რომ დიოგუს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია.

“პორტუს” აღზრდილმა მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში, 4 შეხვედრა ჩაატარა. Transfermarkt-ი პორტუგალიელს მხოლოდ 18 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • JUZI
    schedule 14 აგვ 2020, 13:07

    მანჩესტერში თუ ვერ ხვდება სასტავში ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა.

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2020, 14:40

    ეგრე რა! ჩართეს ბიჭებმა რადარები ისევ? ამდენი ხანი რადარებზე არაფერი დაწერილა, ვნერვიულობდი, ხო არ გაუფუჭდათ მეთქი.

  • BarcelloNista
    schedule 28 ივლ 2020, 19:26

    სემედუს ყიდიან და ეს მოყავთ არტურს უშვებენ და პიანიჩი მოყავთ ბარსელონას გულშემატკივრებს მაგარი ნერვები გვქონია ამდენს თუ გადავიტანდი რაც ბოლო 5 წელია ხდება ნაღდად არმეგონა 😂 😂

  • M10 S9 D11
    schedule 28 ივლ 2020, 18:28

    ამას მანჩესტერი არ ათამაშებს და ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა

  • Iniesta_8
    schedule 28 ივლ 2020, 18:21

    18 მილიონი კიდე ბევრია იმ ფეხბურთელში რომელიც საერთოდ არაფრით გამოირჩევა და სეზონში 4 შეხვედრას თამაშობს. ზამენასაც ვერ გააძლიერებს არ გვჭირდება