დანი ალვესის მიერ ახალ მესიდ წოდებული ლუკა რომერო, რომელიც ლა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ შემტევად მიიჩნევა, “ბარსელონას” მეგავარსკვლავთან შედარებას ეხმაურება.
“ეს მაწუხებს, რადგან მხოლოდ ერთი მესი არსებობს. მე მინდა, რომ ფეხბურთში ჩემი სახელი დავიმკვიდრო და ცნობილი ვიყო, როგორც ლუკა რომერო”. – ამბობს ის.
რომერო მესის მსგავსად არგენტინელია, თუმცა მექსიკაში დაიბადა და ესპანეთში ცხოვრობს და შეუძლია, ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის ეროვნული გუნდის წევრი გახდეს.
“არჩევანის გაკეთება შემიძლია, მაგრამ თუ არგენტინას ისევ ვუყვარვარ, მინდა, იქ ვითამაშო”. – ციტირებს ლუკას სიტყვებს Goal.


სად თამაშობს ეს კაცი?
რომელი გუნდის საკუთრებაშია ეს.
რა არგენტინა მოიდა მესიმ არ გაიგოს თორე ახლა შენი თავი მოუნდება ბარსაში, მუნდიალზე წამადგებას პონტში