ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ფარგლებში, “ნაპოლისთან” შეხვედრაში “ბარსელონას” ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული მოთამაშეების ფონზე დიდი გამოცდა ელის, კატალონიელებს არცთუ ისე ბევრი ვარიანტი აქვთ.
რონალდ არაუხო “საბადელთან” შეხვედრაში დაშავდა, სამუელ უმტიტი ტრავმირებულია, ისევე როგორც, კლემან ლანგლე. “ბარსელონაში” ამჟამად ერთადერთი ცენტრალური მცველი, რომელიც მწყობრშია – ჟერარ პიკეა.
სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს არტურო ვიდალისა და სერხიო ბუსკეტსი მდგომარეობა, რომლებიც ამ შეხვედრის წინ დისკვალიფიცირებულნი არიან.
კატალონიელების ერთ-ერთი იმედი ის გახლავთ, რომ ცენტრალური მცველები 8 აგვისტომდე, სავარაუდოდ, მწყობრში დაბრუნდებიან.




ლენგლე დაბრუნდება თუ არადა 3-4-1-2 ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ
სემედუ პიკე ალბა
რობერტო რაკიტიჩი დე იონგი პუჩი
მესი
გრიზმანი სუარესი