“ბარსელონას” 28 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. კოუტინიომ მიმდინარე სეზონი იჯარის წესით “ბაიერნში” გაატარა.
Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადება ჯერ არ მიუღია, თუმცა კატალონიელებს მისი გასხვისება მინიმუმ 80 მილიონ ევროდ სურთ.
კოუტინიოს მიმართ ინტერესი ევროპის არაერთმა კლუბმა გამოხატა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯი ჯერ არცერთს არ გადაუდგამს. ფეხბურთელი “ბაიერნში” ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე დარჩება.

თუ შემოთავაზება არ იქნება წესიერი დატოვეთ ეგება რაში გამოგვადგეს
ვერც მიიღებთ. მაქსიმუმ 50 ან იჯარა ისევ. სისულელე იყო 1 წლის დაკარგვა. ფაშისტები..