“ბარსელონა ბ-ს” მთავარმა მწვრთნელმა, გარსია პიმიენტამ, ფლეი-ოფის ფინალში, “საბადელთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“ბიჭებს საბრძოლო სულისკვეთება აქვთ და დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რათა სეგუნდა დივიზიონში დაწინაურების შესაძლებლობა მიიღონ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა მოთამაშეებმა კარგად იციან რას უახლოვდებიან, მათ გამარჯვებულების მენტალიტეტი აქვთ. არანაირი გასამართლებელი საბუთი არ არსებობს, ჩვენ ვიბრძოლებთ და თუ კარგად ვითამაშებთ გავიმარჯვებთ.” – პიმიენტას სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა ბ-ს” და “საბადელის” დაპირისპირება დღეს გაიმართება, გამარჯვებული გუნდი კი მომავალ სეზონში სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს.




გვარდიოლას და ენრიკეს სიტუაციას ჰგავს ძალიან..
მერე ტრებლს და ტიტულებს მიაყოლებს და თავისი ფეხით წავა 😁
აი მაგიტო უნდა იყოს ბარსას მწვრთნელი აკადემია გამოვლილი. ნუ ისინი ლეგენდებიც იყვნენ ეს არაა მარა კაი ტიპია მაინც. აი ჩავი უნდა დაიკეროს ბ გუნდის მწვრთნელობაზე 1 წელი მაინც
გვარდიოლას და ენრიკეს სიტუაციას ჰგავს ძალიან..
მერე ტრებლს და ტიტულებს მიაყოლებს და თავისი ფეხით წავა 😁
წარმატებები, იმედია გაიმარჯვებთ.