workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“პარი-სენ ჟერმენი” მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონას” წინადადებას არ ელოდება

“პარი-სენ ჟერმენი” მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონას” წინადადებას არ ელოდება

“პარი-სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელი ნეიმარი, მიმდინარე ზაფხულში კლუბს არ დატოვებს, იტყობინება Sport.es.

პარიზელები ასევე დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს მომავალში ნეიმარი კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. 

28 წლის ბრაზილიელის მთავარი მსურველი კვლავ “ბარსელონაა”, სადაც ნეიმარი 2013-2017 წლებში თამაშობდა. ბოლო ხანებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელს კატალონიაში დაბრუნება სურს, თუმცა პანდემიის და კრიზისის გამო, “ბარსელონას” შესაბამისი ფინანსები არ გააჩნია. 

“ბლაუგრანას” ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ოფიციალური წინადადება, ფრანგებს კი სჯერათ, რომ “ბარსელონა” ნეიმარის ტრანსფერზე მიმდინარე ზაფხულში თავს შეიკავებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Iniesta_8
    schedule 25 ივლ 2020, 15:42

    ნეიმარი აწი მხოლოდ რეგრესს თუ განაგრძობს მომატებით გამორიცხულია რაიმე გაიუმჯობესოს თან უკვე ვინგერისთვის საკმაო ასაკშიც შედის ასე რომ დაივიწყეთ

  • davidus2020
    schedule 25 ივლ 2020, 13:46

    ჟურნალისტებმა ნეიმარს ძეგლი უნდა დაუშვან,სამი წელია საქმე უნახა ამ უსქმურებს

  • Alien 👽
    schedule 25 ივლ 2020, 13:05

    Mokalit es tema ra, neymaristvis barca dasrulebulia, mixedet fatis da dembeles