workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – ლა ლიგის ერთ-ერთი გუნდი, რომელიც VAR-მა ყველაზე მეტად დააზარალა

“ბარსელონა” – ლა ლიგის ერთ-ერთი გუნდი, რომელიც VAR-მა ყველაზე მეტად დააზარალა

ლა ლიგის 2019/2020 სეზონში, 38 შეხვედრაში VAR-მა “ბარსელონას” სასარგებლოდ მხოლოდ 5 გადაწყვეტილება მიიღო, კატალონიელების წინააღმდეგ კი ვიდეო რეფერი 9-ჯერ გამოირჩა, იტყობინება Diario AS.

ვიდეო რეფერის გადაწყვეტილებებით (10-ჯერ) “ბარსელონაზე” მეტჯერ ლა ლიგის მხოლოდ 2 გუნდი “დაზარალდა”: “ხეტაფე” და “მალიორკა”. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოხშირდა სეზონის მიწურულს, როდესაც “რეალი” გამარჯვებებს აგრძელებდა, ამას კი არბიტრების საეჭვო გადაწყვეტილებებიც უწყობდა ხელს.

კატალონიელთა პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, არაერთხელ განაცხადა, რომ VAR უპირატესობას ყოველთვის ერთ გუნდს ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, AS-ის კვლევაში ნათქვამია, რომ “რეალს” ჩემპიონობა ვიდეო რეფერის გადაწყვეტილებების ფონზე არ მოუპოვებია, სტატისტიკა ასეთია: 6 გადაწყვეტილება “რეალის” სასარგებლოდ, 6 მადრიდელთა წინააღმდეგ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Lasha71
    schedule 25 ივლ 2020, 23:45

    ფაქტი ჯიუტია! ყველაფერი დაფიქსირებულია.
    ბოლო ათწლეულში 3 ჩემპიონობა და სამივე მსაჯებით და ახლა უკვე ვარ-ით გათრეული მსაჯრიდის ვარელი

  • ferreira10
    schedule 24 ივლ 2020, 21:18

    არა რას ამბობთ ჯორია)

  • ჯერემი რენერი
    schedule 24 ივლ 2020, 20:55

    Real VARDRID