ალავესი-ბარსელონა: განაცხადი ცნობილია

ალავესი-ბარსელონა: განაცხადი ცნობილია

ლა ლიგის უკანასკნელი ტურის მატჩისთვის, რომელსაც “ბარსელონა” “ალავესის” წინააღმდეგ გამართავს, კიკე სეტიენმა 16 ფეხბურთელს უხმო. 

გუნდს დაუბრუნდა ფრენკი დე იონგი. განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი, ანტუან გრიზმანი და არტურ მელო. რაც შეეხებათ ჟერარ პიკეს, ივან რაკიტიჩსა და ჟუნიორ ფირპოს, ისინი შეხვედრას დისკვალიფიკაციის შედეგად გამოტოვებენ.

მიზეზი, რომლის გამოც ვიტორიაში მხოლოდ 16 ფეხბურთელი მიემგაზვრება, მდგომარეობს იმაში, რომ “ბარსა B-დან” გადმოყვანილი რამდენიმე ფეხბურთელი მეორე გუნდს დაუბრუნდა, რათა სეგუნდა B-ს ფლეი-ოფის მატჩში მიიღოს მონაწილეობა. განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ტერ შტეგენი, ნეტუ, არნაუ

მცველები: სემედუ, ლანგლე, ალბა, არაუხო

ნახევარმცველები: ბუსკეტსი, რობერტო, დე იონგი, ვიდალი, პუჩი

თავდამსხმელები: სუარესი, მესი, ბრეითუეიტი, ფატი

“ალავესთან” მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nikusha
    schedule 30 ოქტ 2020, 21:20

    ციტატა: Guro
    პუჩი არ უნდა დაეტოვებინა განაცხადს მიღმა(თუ ტრავმა არ აქვს).ალავესთან თუ არ დააყენა მაშინ არ ვიცი.შეიძლებოდა ამ მატჩში რიკისთვის დაახლოებით 30 წუთის მიცემა.ფირპო ალენია და ბრეიტვეიტიც უნდა ათამაშოს.


    პუჩის განაცხადს მიღმა დატოვება ტექნიკური მიზეზით ახსნა კუმანმა, და დანარჩენზე გეთანხმები

  • Zaga
    schedule 30 ოქტ 2020, 18:32

    პუჩს როდემდე უნდა მოექცეს ასე არ ვიცი რა უდევს ამას თავში ცოტა დრო მაინც მიცეს ფეხბურთის სილამაზეს ყურება მინდა და ეს ბიჭი ქმნის ამ სილამაზეს. და ცოტათი მაინც დააფასე.

  • El pistolero 9
    schedule 30 ოქტ 2020, 17:32

    პუჩი არ უნდა დაეტოვებინა განაცხადს მიღმა(თუ ტრავმა არ აქვს).ალავესთან თუ არ დააყენა მაშინ არ ვიცი.შეიძლებოდა ამ მატჩში რიკისთვის დაახლოებით 30 წუთის მიცემა.ფირპო ალენია და ბრეიტვეიტიც უნდა ათამაშოს.

  • nikusha
    schedule 30 ოქტ 2020, 17:04

    პუჩი განაცხადს მიღმაც კი დატოვა

    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-დესტი
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-გრიზმანი-ანსუ ფატი
    მესი

    დემბელე-ტრინკაო
    ანსუ ფატი-პედრი
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    გრიზმანი-ბრაითვაიტი
    დე იონგი-ალენია

  • Zlatan-Ibrahimovic-11
    schedule 30 ოქტ 2020, 16:56

    ნეტო
    რობერტო პიკე ლენგლე დესტი
    პიანიჩი დეიონგი
    დემბელე პედრი ფატი
    მესი

  • M10 S9 D11
    schedule 30 ოქტ 2020, 16:31
    ნეტო
    დესტი პიკე ლენგლე ალბა
    პიანიჩი დე იონგი
    დემბელე მესი ფატი
    გრიზმანი
  • nika 54
    schedule 18 ივლ 2020, 20:18

    "მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, "ბარსა ბ-ს" ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის, კიკე სეტიენმა, პირველი გუნდისთვის არაფრისმომცემი მატჩისთვის, რიკი პუჩს, რონალდ არაუხოსა და ანსუ ფატის მაინც უხმო"
    აბა ესეც წააგოს? ისედაც ნახევარი გუნდი დარჩა. აი ნახავთ ხვალ რეალი ბენზემაზე ითამაშებს, პენალტსაც დაარტყმევინებენ(არ არის პრობლემა დანიშვნა). ძალიან უნდათ ბენზემას პიჩიჩი მიართვან, თან პერესმა უკვე განაცხადა რო თურმე ბენზემას დონეზე არავის აქვს წელს ნათამაშევი და ოქროს ბურთი ეკუთვნის-ო.

  • carles puyol 5
    schedule 18 ივლ 2020, 20:10

    შტეგენი
    სემედო არაუხო ლენგლე ალბა
    რობერტო დეიონგი პუჩი
    მესი სუარესი ფატი

  • datogogsadze
    schedule 18 ივლ 2020, 17:46

    აჩვევს ძირითადს, ამ არაფრისმომცემ თამაშში კიდევ უფრო ადაფტირდებიან ძირითად გუნდთან. ამაში არაა კიკე გასაკიცხი.

  • nikusha
    schedule 18 ივლ 2020, 17:17

    ნეტუ
    სემედუ-არაუხო-ლენგლე-ალბა
    არტურო ვიდალი-ბუსკეტსი-ს,რობერტო
    მესი
    სუარესი-ბრეითუეიტი

    ბრეითუეიტი-ანსუ ფატი
    არტურო ვიდალი-დე იონგი
    ბუსკეტსი-რიკი პუიგი

  • Sergio5
    schedule 18 ივლ 2020, 14:47

    იუვენილებიდან ამოეწია ბავშვები და ესენი ჩაეშვა იქ რა მოხდებოდა

  • Pique_3
    schedule 18 ივლ 2020, 14:43

    შტეგენი
    სემედუ-არაუხო-ლენგლე-ალბა
    დეიონგი-ბუსკეცი-პუჩი
    მესი-სუარესი-ფატი
    არაქვს ამ თამაშს აზრი მარა ბოლო თამაშია მაინც და იმედია უბრალოდ ღირესულად მოიგებენ🙂

  • Ronaldinho.
    schedule 18 ივლ 2020, 14:17

    დაეტოვებინა პუჩი და არაუხო ბარსა ბ ქირდება მოგება და გაქაჩავდნენ როგორმე ესენი არაფრის მომცემ თამაშში ალავესთან….
    ისე კი კარის მოჯახუნებსს ველოდები დს სადღაც 2-3 ბირთიანი ჰანდიკაპით გამარჯვებას😊