workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუან სებასტიან ვერონი მესის: “ესტუდიანტესში” მოსვლას თუ გადაწყვეტ, “ათიანი” შენია

ხუან სებასტიან ვერონი მესის: “ესტუდიანტესში” მოსვლას თუ გადაწყვეტ, “ათიანი” შენია

არგენტინული “ესტუდიანტესის” ხელმძღვანელობის წევრი, ხუან სებიასტიან ვერონი, ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელ მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა. 

“თუ აქ მოსვლა გსურს, “ესტუდიანტესის” 10 ნომრიანი მაისური შენია.” – მიმართავს ვერონი მესის. 

“მესის თამაში “ბარსელონას” ფარგლებს გარეთ ვერც წარმომიდგენია, თუმცა დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, სავსებით რეალურია მისი სხვა კლუბში ხილვა. 

რეალობა ასეთია, სწორედ ლეოა პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებაზე და სურვილზე. არავინ იცის რა მოხდება. 

ეს “ბარსელონასთვის” არცთუ ისე ადვილი პერიოდია. კატალონიელები ბევრი ცვლილებების გადამტანი გახდნენ. ახალი ჩავისა და ინიესტას პოვნა საკმაოდ რთულია. კლუბს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია.” – ვერონის სიტყვებს Goal ციტირებს. 

მესი და ვერონი არგენტინის ნაკრებში 2005-2010 წლებში ასპარეზობდნენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • barcamen
    schedule 07 ივლ 2020, 11:02

    უხ შენ გაიხარეო მესიმ,
    ხვალვე მოდის.

  • me da barca
    schedule 07 ივლ 2020, 01:42

    ციტატა: duggu
    ესტუდიანტესი არა, თბილისის დინამოში მოვა 😂😂


    დინამოში ათიანს ვინ აღირსებს. 😄

  • duggu
    schedule 07 ივლ 2020, 00:35

    ესტუდიანტესი არა, თბილისის დინამოში მოვა 😂😂