არგენტინის ეროვნული ნაკრების ექს-მოთამაშემ, ხუან სებასტიან ვერონმა, “ბარსელონას” კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“მე ვხედავ, რომ იმ გუნდში თამაში, რომელიც გარდამავალ პერიოდს გადის, მესის დისკომფორტს უქმნის. მთელი ამ წლების განმავლობაში ის “ბარსელონას” მთავარი გასაღები გახლდათ, თუმცა ახლა მათ გარდამავალი პერიოდი აქვთ, ბევრი რამ იცვლება და ისინი საკუთარი თავის პოვნას ეცდებიან.
ჩემი აზრით, გარკვეულწილად კლუბმა მესის სათანადო მხარდაჭერაც ვერ გაუწია, განსაკუთრებით გუნდის ფორმირების საკითხში. ლეო გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა კონკურენტუნარიანი ყოფილიყო და დარჩენილიყო მოწოდების სიმაღლეზე.”, – ვერონის სიტყვებს Ole ციტირებს.




100% მართალი ხარ კრისტიან…. გვიან გაახსენდათ ის რო მესისთვის გუნდი შეეკრათ