Tuttosport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე “ინტერს” ვიდალის ტრანსფერზე მუშაობას სთხოვს. იტალიელ სპეციალისტს ჩილელთან კარგი ურთიერთობა აქვს და მასთან ერთად მუშაობა კიდევ ერთხელ სურს.
იმავე წყაროს ცნობით, “ნერაძურის” ბორხა ვალეროს შემცვლელად გამოცდილი ნახევარმცველი სჭირდება. ესპანელის კონტრაქტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ვადა გასდის.
არტურო “ბარსელონადან” წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. კატალონიელებს კი მისი ლაუტაროს ტრანსფერში გამოყენება უნდათ.
Transfermarkt ვიდალს 11 მილიონ ევროდ აფასებს. მას “ბარსასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.
ვიდალი “ინტერში” გადასვლასთან ახლოს 2018 წელსაც იყო, თუმცა ჩილელმა არჩევანი “ბარსელონაზე” შეაჩერა.
მიმდინარე სეზონში არტურომ 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 7 გოლი და 3 ასისტია.


შკრინიარის გამოსასყიდი თანხა რამდენია ნეტა? ლაუტაროს 111 მილიონია ფირპო და 75 მლნ რომ მიეცათ ლაუტარო აქ იქნებოდა ახლა ხოლო ვიდალს შკრინიარში გაუცვლიდით ცოტა ფულს დაუმატებდით და ეგა რაა
შკრინიარი მოიტათ და წაიყვანეთ
გაგვიცვალეთ შკრინიარში