48 წლის ჰენრიკ ლარსონმა, MD-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” შესახებ ისაუბრა.
“32 წლის ვიყავი, როდესაც “ბარსელონაში” აღმოვჩნდი, ბრიტანული კარიერის ბოლოს, მსურდა, რომ მზიან ქალაქში მეცხოვრა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, რომ შემოთავაზებას “ბარსელონასგან” მივიღებდი”.
ლარსონმა 2006 წელს, “ბარსასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფინალში კი ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
“მე ლაუდრუპის, კუმანისა და რომარიოს ყურებაში გავიზარდე, “ბარსაში” მოხვედრა ჩემი ოცნება იყო.”
“ბევრი რამ სხვაგვარად იყო, ჩავი დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ გვარდიოლას ხელში ბევრად უკეთესი გახდა, ინიესტა ჯერ ახალგაზრდა იყო და უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, მესი კი სულ პატარა ბიჭი იყო, რომელიც არავის არაფერში ჩამორჩებოდა, მათ შორის არც რონალდინიოს. ბრაზილიელი ბურთით ისეთ რამეს აკეთებდა, რაც არასდროს მინახავს, ჩვენი ვარჯიშებიც კი დღესასწაულს ჰგავდა.”
ლარსონმა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც ძმის გარდაცვალების შესახებ გაიგო. ის ამის შესახებ იმ ადამიანებთან საუბრობდა, ვინც მსგავსი ტრაგედია გადაიტანა.
“შეუძლებელია ასეთ ტრავმას გაუმკლავდე, თუ ვინმესთან არ საუბრობ”.

იბრაგიმოვიჩის ნახევარი იყო სიმაღლეში და თავით თამაშში იბრაგიმოვიჩზე ორჯერ უკეთესი იყო ! არასოდეს არაფერი არ ეზარებოდა სიბერეშიც კი ჩვენთან რომ მოვიდა უკვე ასაკში იყო მიუხედავად მაგისა ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა ამის საჩკაობა მოედანზე მე არ მახსოვს
ეგ ტკივილი მეც გადავიტანე.
2006 წლის ბარსა რა მაგარი იყოოოო❤❤