ანტუან გრიზმანის მომავალი “ბარსელონაში” ბურუსით მოცულია. ფრანგის ყოფილმა მწვრთნელმა, მარტინ ლასარტემ, Radio Marca-სთან მისი ყოფილი შეეგირდის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
“რასაც გრიზმანის თამაშისას ვხედავთ, მხოლოდ მის კარიკატურას წარმოადგენს. ვხედავ, რომ მოწყენილია, თავი დახრილი აქვს და უგრძნობლად მოქმედებს.”
“როდესაც მოთამაშეს უჭირს და პრობლემები აქვს, ამ დროს მწვრთნელი მას უნდა დაეხმაროს და მხარი მაქსიმალურად დაუჭიროს. რა თქმა უნდა, ანტუანსაც ექნება გარკვეული სახის პასუხისმგებლობა, თუმცა მის გარშემო არსებული სიტუაცია წარმატების მიღწევის შანსს არ იძლევა.”
“ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობის უპირობო წევრი ლა ლიგის განახლების შემდეგ საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ფრანგმა პირველივე წუთიდან თამაშში ჩართვა 6-დან მხოლოდ 3 შეხვედრაში მოახერხა.
მსოფლიოს ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 14 გოლთან ერთად 4 ასისტია.

ეს მეორე კოუტინიოა.
ბარსა ძვირიანი ფეხბურთელების სასაფლაო გახდა.
აუ შეს^^^ ჩემი
გრიზმანისგან უკვირთ და სუარესი ,ალბა, რაკიტიჩი, რავიცი გინდა მესიც ამ კორონას მერე რას თამაშობენ ვერ მიხვდები.
და არც ანრი წყვეტდა ვარსკვალვებს მითუმეტეს არსენალი და ბარსა სტილით გავდნენ
და ატლეტიკო და ბარსა სრულიად სხვა სტილის გუნდებია და ამიტომ ლოგიკურია