ვიგოში “ბარსელონამ” დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება ვერ მოახერხა და მადრიდის “რეალს” უფრო დამაჯერებლად დაწინაურების შანსი მისცა.
მატჩის შემდეგ კიკე სეტიენმა შეხვედრა შეაფასა:
“თამაშის უმეტეს ნაწილში ვდომინირებდით, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. საბოლოო შედეგი საკმაოდ მტკივნეულია, “სელტას” მეორე გოლმა სიტუაცია დაგვიმძიმა.”
“გრიზმანის სკამზე დატოვება? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთელი ძვირი ღირს თუ იაფი. ეს ბუნებრივი არჩევანია, რა დროსაც მე გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობ.”
“უპირატესობის გოლებში გარდაქმნა ჩვენი სუსტი წერტილია, პირველ ტაიმში თამაშის ბედის გადაწყვეტა თავისუფლად შეგვეძლო.”
ესპანელი სეპციალისტის კატალონიურ კლუბში მოსვლიდან “ბარსას” გასვლით შეხვედრებში საკმაოდ ცუდი სტატისტიკა აქვს. ლა ლიგაში გამართული 6 გასვლითი შეხვედრიდან “ბლაუგრანას” თანაბარი რაოდენობის გამარჯვება, ფრე და მარცხი აქვს.



კაცი ბეტისიდან გამოაგდეს და ამ დებილებმა აქ მოიყვანეს ეს მეძროხე
წადი, ძოხები მოწველე ბიჭოოოოო
მაგრად ტეხავს შერო წვრთნი ბარსელონას და ის 2რე ცაცანცარა აუ შემაზიზგეს ბარსას თამაშის ყურება
ჯიგარ…. ბარსელონა რო იმ თამაშს ვერ აჩვენებს და იმ შედებს ვერ დებს რაც ჩვენ გვინდა ამას ყველა ვხედავთ მარა, ჩვენ გულშემატკივრებმა რა დავაშავეთ? ცნობისთვის აქ ყველა ბარსელონას გულშემატკივარი ვართ მიუხედავათ იმისა გუნდი ცუდათ თამაშობს თუ კარგათ…