“ბარსელონას” ყოფილმა სკაუტმა, ჟოან ვილამ, AS-თან საუბრისას “ლა მასიის” აღზრდილ ტაკეფუსა კუბოს შესახებ კომენტარი გააკეთა.
“კუბოს დაკარგვა უკანასკნელ ათწლეულში კლუბის მხრიდან დაშვებული ერთ-ერთი უდიდესი შეცდომაა. უნდა ვნანობდეთ, რომ ტაკეფუსას წასვლის საშუალება მივეცით და მადრიდის “რეალს” ის ლანგრით მივართვით. ეს “ბარსელონასთვის” შეუსაბამო შეცდომა იყო.”
“იმ დონის ფეხბურთელის და მით უმეტეს, შემტევის გაშვება, რომელზეც სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, ძალიან ნეგატიური შემთხვევაა.”
უშუალოდ იაპონელის მისამართით ჟოან ვილამ დიდი სიმპატია გამოხატა:
“ის საკმაოდ განვითარებული მოთამაშეა. მისი ტალანტისა და ნიჭის ფონზე მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.”
ტაკეფუსა კუბო “ბარსელონას” აკადემიაში 2011-2015 წლებში ირიცხებოდა და “ლა მასიის” ერთ-ერთ უმთავრეს იმედადაც ითვლებოდა, მაგრამ FIFA-ს მიერ დაწესებულმა შეზღუდვამ მას “ბლაუგრანაში” თამაშის უფლება ჩამოართვა, რის გამოც ფეხბურთელი იაპონიაში დაბრუნდა. გასულ წელს, “ბარსამ” კუბოს დაბრუნება სცადა, მაგრამ კატალონიელებმა აზიელის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და ტაკეფუსა “რეალში” გადავიდა, საიდანაც ის “მალიორკაში” გაანათხოვრეს.




აუ ესეც არ მყავდეს ზე ტალანტი კუბო არა კატაფალკა
ჯერ სუ რო არაფერი
აზია სეელებრითი ფეხბურთეელბისგან შორსააა მარტო სონია
და აზია რო მოსახლეობით 1 ია.
სუ რო უნიჭო იყოს
მარტო ამ ფეხბურთელის მაიკებით ბართომეუს ფული შემოუვიდოდა რავიცი
დაა ამას პლიიუს უნიჭო ნამდვილად არ ჩანს.
ჯერ ადრეა ვინ და რა დადგება, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერია.
+ ეკონომიურად ძაან მომგებიანი იყო
ჯერ მარტო რეალში რო წავიდა იმიტოა არასწორი, მერე ამათ რა ულტიმატუმები წაუყენა, მაღალი ხელფასი და პირველ გუნდში ყოფნა თან ძირითადი უნდოდა თუ არ ვცდები, წავიდა რეალში და იმათ რა უქნეს პრე სეზონზე ათამაშეს და ამოკრეს დუნდულაში წიხლი და გაუყენეს უკანალის გზას, არ გავკარი ეგეთ კაცს სუ რო მართლა ახალი მესი იყოს და კი ვიცი ვისაც ახალი მესი უწოდეს ყველამ მოკუკა, პირველი ჰალილოვიჩი მახსენდება ქებით ძირს რო აგდებინებდნენ ბარსას მომავალი ლიდერია მესი რო წავა მაგან უნდა შეცვალოსო და ვაფშე თუა ცოცხალი ისიც არ ვიცი, ერთი ლაუტარო შეცვლის კიდე სუარესს ღირსეულად როგორც თავად მძორიკამ თქვა, აბა მესის ხო არ შეეწინააღმდეგებოდა