“ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი განმეორებითი შეხვედრა კორონავირუსული პანდემიის გამო გადაიდო. როგორც RAC1 იტყობინება, შესაძლოა, შეხვედრა 9 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” ჩატარდეს.
კატალონიურმა გამოცემამ, ეს ინფორმაცია, მას შემდეგ გაავრცელა, რაც პორტუგალიაში კორონავირუსის მხრივ სარისკო ვითარების გამო, “გიმარაეშის” ან “პორტუს” სტადიონზე შეხვედრების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
შეგახსენებთ, რომ UEFA-ს უკანასკნელი დადგენილების მიხედვით, ფინალი 23 აგვისტოს ლისაბონში ჩატარდება, ხოლო პლეი ოფების ფორმატი მეოთხედფინალებიდან განსხვევბული იქნება, რა დროსაც გუნდები თითომატჩიან დაპირისპირებებს ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ.



