ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე “ბარსელონას” კაპიტანს, ლიონელ მესის 33-ე დაბადების დღე მიულოცა.
“ლიონელ მესის 33-ე დაბადების დღეს ვულოცავ, ის მისი საოცარი კარიერის დასრულებას უახლოვდება. 722 მატჩი და 699 გოლი, ფეხბურთელი, რომელიც ასეთი კრეატიულია, რომლისთვის ეგოიზმი პარტნიორებთან მიმართებაში უცხოა და რომელიც სასიკვდილოდ ასრულებს შეტევებს.
ჩვენ ძალიან მოგვენატრება მესი, როდესაც კარიერას დაასრულებს, ასე რომ ისიამოვნეთ მისი თამაშით, სანამ შეგიძლიათ.” – წერს ლინეკერი.




sworia
მაგარი კაცია ეს
რომ შემეძლოს 10 წელს მოვაკლებდი რო კიდე დიდი ხანი გვეყურებინა ამ გენიოსის თამაშებისთვის მარა არ შემიძლია :((((((