Sky Germany-ს ინფორმაციით, “ბაიერნი” და ფილიპე კოუტინიოს აგენტი, კია ჯორაბჩიანი, ნახევარმცველის იჯარის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ შეხვედრებში “რეკორდამისტერის” მაისურით მონაწილეობის უფლება ექნება. ტურნირის დასრულების შემდეგ კი ის “ბარსელონაში” დაბრუნდება.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით, არც ერთ კლუბს არ დაუდასტურებია.
თავდაპირველად, კოუტინიოს მიუნხენურ გუნდთან კონტრაქტს ვადა 30 ივნისს გასდიოდა, თუმცა რადგანაც ფილიპე გერმანელებთან კიდევ 2 თვით რჩება, მას გერმანიის თასის ფინალშიც შეეძლება მონაწილეობა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ის ადრეულ აგვისტოს განახლდება. “ბაიერნს” “ბარსელონას” მსგავსად, მეორე მერვედფინალური შეხვედრა ჯერ კიდევ გასამართი აქვს. განმეორებითი დაპირისპირებები 7-8 აგვისტოს გაიმართება.




სოსიედასმა გუშინ წააგო ალავესთან. და მე-6 ადგლზეა.
თუ ბარსაში ვერ ითამაშებს დარჩეს სეზონის ბოლომდე
დაებრუნებინათ ამ სირებს, ეგეც არ შეუძლიათ..ივარჯიშებდა გუდთან ერთად და შეეწყობოდა უფრო ახალ სქემას