workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ჩელსი” და ”სიტი” ზლატანით დაინტერესდნენ

”ჩელსი” და ”სიტი” ზლატანით დაინტერესდნენ

როგორც  Sport.es იტყობინება, ორი ინგლისური კლუბი, ”ჩელსი” და ”მანჩესტერ სიტი” დაინტერესდნენ შვედი ფორვარდით, ზლატან იბრაჰიმოვიჩით, მაგრამ როგორც ცნობილია, ამ კლუბებს კატალონიური გრანდისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზლატანის ირგვლივ ყველაფერი გაურკვეველია, ისმევა მთავარი კითხვა-დაიწყებს თუ არა იბრა ახალ სეზონს ”ბარსაში”? ასეცე იბრას შესაძლო გადასვლას სხვა კლუბში ამყარებს ის გარემოება, რომ ”ბარსელონამ” გაიფორმა აწ უკვე ყოფილი ”ვალენსიას” თავდამსხმელი, დავიდ ვილა. როგორც ვიცით ამჟამად ”სიტის” რობერტო მანჩინი წვრთნის, რომელიც დიდად აფასებს ზლატანის ტალანტს.

წყარო:www.barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში