ამსტერდამის “აიაქსის” არგენტინელმა მცველმა, ნიკოლას ტალიაფიკომ, Club 947 Radio-სთან ინტერვიუში ყოფილ თანაგუნდელზე, ფრენკი დე იონგზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ღირსებას იცავს.
“დე იონგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მან ჩემში საკმაოდ ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. დე იონგი ბურთით საკმაოდ კომფორტულად მოქმედებს და მარტივად ღებულობს სწორ გადაწყვეტილებებს.” – განაცხადა ტალიაფიკომ.
შეგახსენებთ, რომ დე იონგმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 2 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


ამას და არტურს გვარდისნაირი ტრენერი სჭირდებათ და მონსტრები დადგებიან
ბარსას მომავალი ლიდერია ფრენკი,ამის გარშემო უნდა აშენდეს ახალი გუნდი.
კი, მარა მალიორკასთან დაბალ დონეზე ითამაშა