სეზონის წარმატებით განახლების შემდეგ, “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს – კატალონიური კლუბის ოფიციალურ ქართულ ფანკლუბში 2021 წლის წევრების მიღება დაიწყო.
ფანკლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა, ხოლო რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა გადაიხადოთ წლიური საწევრო თანხის ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე ჩარიცხვით.
მათთვის, ვინც ჩვენი ფანკლუბის წევრი იყო 2019 წელს, ფორმის შევსება საჭირო არაა, საწევროს გადახდა საკმარისია.
მათთვის, ვინც ჩვენი ფანკლუბის წევრი იყო 2020 წელს, არც ფორმის შევსებაა საჭირო და არც თანხის გადახდა (დეტალური ინფორმაცია).
წლიური საწევროს ოდენობა
- სრულწლოვანი პირებისთვის: 40 ლარი;
- 13-დან 18 წლამდე პირებისთვის: 19 ლარი;
- 13 წლამდე პირებისთვის: 10 ლარი.
საწევროს გადახდა
- ბანკი: ს.ს. თიბისი ბანკი
- ანგარიშის ნომერი: GE85TB7388336080100004
- მიმღები: პენია ბლაუგრანა თბილისი
- დანიშნულებაში ჩაწერეთ წევრის პირადი ნომერი
გაითვალისწინეთ: რეგისტრაცია და საწევროს გადახდა გრძელდება 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე. წევრობის ბარათები ბარსელონადან ჩამოვა 2021 წლის პირველ კვარტალში.
ინფორმაცია ფანკლუბისა და წევრობის სარგებლის შესახებ (კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, შესაძლოა, პრივილეგიების ნაწილის გამოყენება შეზღუდული იყოს).
კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშრიდით.
დარეგისტრირება
Loading…


დამეხმარები შევსებაში? ავტონომია და მიმართულება და რაღაცები როა ვერ დავამუღამე რა ჩავწერო😂
ავტონომია ქვეყანაში საქართველოს არჩევის შემდეგ უნდა გაქრეს. თუ არ გაქრა, თბილისი ჩაწერეთ. მიმართულებაში თქვენი მისამართი
Pirat❤️💙,
დამეხმარები შევსებაში? ავტონომია და მიმართულება და რაღაცები როა ვერ დავამუღამე რა ჩავწერო😂
გამოვგზავნე მოთხოვნა
ძალიან კარგია.
არასწულწლოვნის შემთხვევაში დოკუმენტის მონაცემების შევსება სავალდებულო არაა. თქვენ შემთხვევაში სავალდებულოა. ჯერ თქვენ რეგისტრირდებით და შემდეგ საკუთარი ანგარიშიდან არეგსიტრირებთ არასრულწლოვანს. ამ შემთხვევაში არასრუწლოვნებში გადიან 14 წლამდე პირები. 14 წელს მიღწეული პირს შეუძლია, თავად დარეგისტრირდეს.
ნიუსი წაიკითხეთ
როგორ გავწევრიანდე ფანკლუბში?
დავუშვათ არასრულწლოვანს ვარეგისტრირებ, ვხდები მისი მეურვე ხომ ასეა? ასაკს ააქვს მნიშვნელობა? თუკი მას არ აქვს ჯერ პირადობა დაბადების მოწმობის მითითებით თუ არის შესაძლებელი მისი დარეგისტრირება?
აუცილებელი არის მხოლოდ ის ველები, რომლებიც წითელი ვარსკვლავითაა მონიშნული
რეგისტრაციისას upload document რომ წერია , უეჭველი უნდა ავტვირთო პირადობის ან პასპორტის სურათი ?
გადაიყვანეთ ინგლისურზე
ანუ ესპანურად ვერ ვიგებ ვერაფერს და ვერ ვრეგისტრირდები
პირად შეტყობინებაში ნომ დამიტივე და დაგირეკავ.ყველაფერს გეტყვი რა როგორ არის 95% ინფოს 🙂