“ბარსელონასთვის” ნეიმარის ერთ-ერთ ალტერნატივად შერაცხული ჯეიდონ სანჩო “მანჩესტერ სიტის” დატოვების შემდეგ შესანიშანავად გამოიყურება. გერმანიაში გადასვლიდან მისი ვინაობა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო და ერთ-ერთ უდიდეს ამომავალ ვარსკვლავადაც ითვლება.
2018-19 წლების სეზონში “დორტმუნდის” შემადგენლობაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ინგლისელმა 12 გოლის გატანა და 17 ასისტის გაკეთება შეძლო. სწორედ ასეთი შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, მან გარეთ საუთგეიტის ყურადღებაც მიიქცია და ინგლისის ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა.
2019-20 წლის სეზონზე ჯეიდონმა შედეგიანობას კიდევ უფრო მოუმატა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშება ჯერ არ დასრულებულა, მის ანგარიშზე კი უკვე 17-17 გოლი და საგოლე გადაცემაა.
მისი სტატისტიკა ამ ასაკისთვის ლეო მესისთან შედარებით, თითქმის ორჯერ უკეთესია:
სანჩო (დორტმუნდში) – 94 მატჩი, 34 გოლი, 43 ასისტი.
მესი (ბარსელონაში) – 70 მატჩი, 26 გოლი, 8 ასისტი.
ინგლისელი ნახევარმცველის უპირატესობა ამ მხრივ საგრძნობია. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ სანჩო მესიზე უკეთესი ფეხბურთელი იქნება, თუმცა ნამდვილად მიუთითებს იმ თითოეული ცენტის ღირებულებაზე, რომლის გადახდაც “ბარსას” მისი შეძენის შემთხვევაში მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდი” მის გაყიდვას 100 მილიონ ევროდ აპირებდა, თუმცა კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, გერმანელებს აღნიშნული თანხის შემცირება მოუწევთ.




გეთანხმები, დღესდღეობით მბაპეს კონკირენცია მარტო ფელიქს სეუძლია გაუწიოს ოღონ სესაბამის გუნდში ვერ მოხვდა და ამან სეიზლება ზაან დახიოს უკან
აუ გავგიჟდი რა 😂 რათ უნდა მესის გასამართლებლად კომენტარების წერა წუთები დაწერეთ, წამები დაწერეთ. სად სანჩო და სად მესიი კონკრეტულად 20 წლამდეა შედარებული. ძალიან მაგარი შედეგი აქვს ამ ბიჭს და დავუფასოთ. დორტმუნდმა არამგონია აწი ფეხბურთელი გამოუშვას ჩვენთან კაი ხანი, თორე უარს არ ვიტყოდი.
მისი სტატისტიკა ამ ასაკისთვის ლეო მესისთან შედარებით, თითქმის ორჯერ უკეთესია:
სანჩო (დორტმუნდში) – 94 მატჩი, 34 გოლი, 43 ასისტი. =0,36 გოლი მატჩში
მესი (ბარსელონაში) – 70 მატჩი, 26 გოლი, 8 ასისტი.=0,37 გოლი მატჩში.
გოლებში მაინც და მაინც ვერ ჯობნის ლეოს, ლეო უკეთესია. აი ასისტებზე რა ვთქვათ. ლეო 20 წლისა 19 ნომერი იყო, და ხშირად 10-იანს ცვლიდა რონალდინიოს. პასებში კი გუნდში ხავი ინიესტა იყვნენ პლიუს ანრი ეტოო.და ლეოს საგოლეს ვინ გააკეთებინებდა,
ლეო თამაშობდა ბარსაში, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, იყო დიდ კონკურენციაში და ხშირად იყო სკამზე. მერე ბუნდესლიგა ჭ კლასის ტურნირია, სანჩო კიდე 18 წლიდან ძირითადის კაცია კონკურენციის არ არსებობის გამო. ისე უდიდესი ტალანტია და დიდი მომავსლი აქვს. მარა მე მაინც ფელიქსი მირჩევნია
ასისტს ვერა, მაგრამ 24 მატჩით მეტი ითამაშა და 8 გოლს ვერ გაიტანდა? ბუნდესლიგაც არაა საზომი. მატჩების რაოდენობა კი არა წუთები დაგეწერათ და სხვაობა გაცილებით მეტი იქნებოდა. ისიც საკითხავია როგორი სტაბილური იქნება თუნდაც 5-7 თუ 10 წლის მერე.
ეს დაგვათრევინა და მეტი არ მინდა არაფერი
მსგავსად დორტმუნდში დემბელეც ბრწყინვდა მაგრამ..
Es da lautaro dzaan kai iqneboda magram mand dzinavt
მესი ზამენიდან ერთვებოდა ხშირად, ეს კიდე სულ ძირითადეშია. ეგრე ჰოლანდს რომ შეადარო მესი დვალიშვილი გამოჩნდება, მარა ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ფეხბურთი მარტო გოლი არაა.
ბუნდესლიგა ეხვა დონეა
რადგან მანდ თანაშობს არ ნიშნავს რო ლალიგაშიც ეგრე იქნება, თან ორი ისეთი მაგალითია ბარსა- დორტმუნდის რო რავი