“ფოტო გადაუღეთ, ეს ლეო მესია” – ასე მიმართა დანი ალვესმა ფოტორეპორტიორებს, რომლებიც პლაჟზე დასდევდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. 2012 წელს, დანიმ ფოტოგრაფებს პატარა ბიჭის გადაღება თხოვა, რომელიც ბურთით საოცრებებს ახდენდა. ეს ბიჭი, 7 წლის, ლუკა რომერო იყო.
ამ მომენტს ხშირად იხსენებენ, ლუკა რომერო ამჟამად “მალიორკას” წევრია. იმ გუნდის, რომელიც სულ მალე “ბარსელონას” დაუხვდება და ლუკასაც შანსი ექნება სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს, ლიონელ მესის პირისპირ. მაგრამ, სავარაუდოდ, დებიუტის გადადება მოუწევს, რადგან ასაკის გამო, თამაშის საშუალებას არ მისცემენ, ის მხოლოდ 15 წლის არის, საჭირო ასაკს კი ნოემბრის თვეში მიაღწევს.
ლუკას ერთხელ უკვე ჰქონდა მცდელობა “ბარსელონაში” მოხვედრილიყო, მაგრამ ეს ძალიან ნაადრევად მოხდა, 7 წლის ასაკში, ამ დროს კი “ბარსა” კონტრაქტს არავის უფორმებს, სულ მცირე 10 წლის უნდა იყოს ფეხბურთელი, რომ მშობლების ნებართვის საფუძველზე, კონტრაქტი გააფორმოს.
თუმცა, ორასიო გაჯოლი, ლუკას დაპირდა, რომ “ბარსაში” გადასვლის შესაძლებლობა კიდევ ექნებოდა, ორასიო ის კაცია, ვინც მესის გადმობარგებასა და დამკვიდრებაში დიდი როლი ითამაშა.
ლუკათი მადრიდის “რეალი” და “ვილიარეალიც” ინტერესდებოდნენ, მაგრამ ლუკა ერთი სანაპიროდან, მეორეზე აღმოჩნდა. იბიცადან, მალიორკაზე.
“მალიორკას” ხელმძღვანელებმა იცოდნენ, თუ რა დონის ფეხბურთელი ჩაიგდეს ხელში, ალბათ სამუელ ეტო’ოს შემდეგ, ასეთი შესაძლებლობების ფეხბურთელი არ ჰყოლიათ, ამიტომ ლუკას 8-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
მას შემდეგ, ლუკას პროგრესი არ შეუჩერებია. ცაციაა, როგორც დიდი არგენტინელები, მაგრამ არგენტინაში არ დაბადებულა, მექსიკაში დაიბადა 2004 წელს. ამის მიზეზი ის იყო, რომ მამამისი, პროფესიონალი ფეხბურთელი, დიეგო რომერო, მექსიკურ კლუბში თამაშობდა.
ლუკას ზედმეტსახელი, ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში, დანი ალვესმა მოუფიქრა – “ახალი მესი”. არგენტინის 15-წლამდელთა ნაკრებში კი, გამორჩეულ ლიდერად ჩამოყალიბდა.
“დღეს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მომეცა, ამას არასდროს დავივიწყებ, მადლობა “მალიორკას”. – დაწერა ლუკა რომერომ სოციალურ ქსელში.


Kai talantia vnaxot did frxburts rogor gaagrzelebs
ჩემი აზრით ამნაირი ფეხბურთელები ყრია..
ვისაც უწოდეს ახალი მესი, ყველამ ჩაისვარა. დრო გვიჩვენებს როგორი მესი დადგება ამისგან, ახალი თუ პატენტი.
არა ისე მოძრაობეით და თმით კი წააგავს ცოტა :დდდ
Erti es iqneba axali mesi da merr trinkao axali ronaldo
ახალი მესი აღარ დაიბადება! წარმოუდგენელია ვინმემ იგივე გააკეთოს მოედანზე,15 წლის მანძილზე,რასაც მესი აკეთებს.მესისნაირი მხოლოდ ერთხელ იბადება ისტორიაში და ის უკვე არსებობს.
ახალი მესი არა ის კიდე ნუ იცით ხოლმე რა ეს მიკერება მერე მაგიტომაც იკარგებიან
მესიც ახალი მარადონა იყო ამის ასაკში : )
ეს მერამდენე „ახალი მესი“-ა. არ მობეზრდათ, იქნებ ნეიმარია ან პროსტო ლუკა რომერო.