“ბარსელონა” საზონის განახლებას, ჩემპიონატის სათავეში შეხვდება. “ბარსა” “რეალს” 2 ქულით უსწრებს და მოდუნების საშუალება არ ექნება, მაგრამ ეს ჰანდიკაპი მაინც დიდი უპირატესობაა, იმ პირობებში, როცა ლიონელ მესი, თამაშისთვის მზად არის.
მესი ვარჯიშს კარგ ფორმაში დაუბრუნდა, იგივე ითქმის ანტუან გრიზმანზე, მარტინ ბრეიტუეითსა და ანსუ ფატიზე. ლუის სუარესი კი, სრულფასოვნად ვარჯიშს სულ მალე დაიწყებს. ერთი სიტყვით, “ბარსას” შეტევაში პრობლემა არ აქვს, მხოლოდ უსმან დემბელეა თამაშგარე მდგომარეობაში.
მესის გაკვეთილი რიკი პუჩს
მესი 3 დღის წინ, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. მის ასაკში, მისი ავტორიტეტის მქონე ფეხბურთელები, ვარჯიშზე უბრალოდ დგანან, ერთი-ორს დაარტყამენ და ამით ასრულებენ, ასეთი ფეხბურთელების ჩამოთვლა, მრავლად შეგვიძლია, როგორც წარსულიდან, ისე აწმყოდან, მაგრამ სამი დღის წინ, ვარჯიშზე გამოჩნდა, თუ როგორ ახერხებს მესი, ამდენი წლის განმავლობაში, ფორმის შენარჩუნებას.
ის ისევ ისე ვარჯიშობს, როგორც ძირითად გუნდში, პირველად მოხვედრისას. ახალგაზრდა რიკის, მოედნის ცენტრში წამოეწია, ვარდნაში ბურთი აართვა, შეტევა დაიწყო და სანამ ახალბედა ესპანელი ფეხზე წამოდგა, მესის უკვე გოლი ჰქონდა გატანილი.
ამაზე კარგი მაგალითი, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, არ არსებობს.
მესი, ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას, 19 გოლით ლიდერობს და ბენზემას ხუთი გოლით უსწრებს. მესის ასეთი კარგი სათამაშო ფორმა, გულშემატკივრებს პოზიტიურად განაწყობს, მან იმდენი ხნით დაისვენა, რამდენი ხნითაც, მთელი კარიერის განმავლობაში არ დაუსვენია და ისეა თამაშს მონატრებული, როგორც არასდროს!
გრიზმანი: ნაკლები წონით, გაზრდილი კუნთით
დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ანტუან გრიზმანის დაბრუნებას. მოულოდნელად, წონაში დაკლებული დაბრუნდა და კუნთის მასაც მომატებული აქვს. ფაქტია, რომ გრიზმანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვარჯიშობდა და საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. რა თქმა უნდა, მასაც ესმის კრიტიკა და ეცდება კრიტიკოსებს პასუხი გასცეს. მას შემდეგ რაც, აქტუალური გახდა ლაუტაროსა და ნეიმარის ტრანსფერები, გრიზმანმა განსაკუთრებული მოტივაცია მიიღო.
ანსუ ფატი
კარგ შთაბეჭდლებას ტოვებს ანსუ ფატიც. ვარჯიშებზე ძალიან დამაჯერებლად და მონდომებულად გამოიყურება. სეტიენი მას, ვალვერდესგან განსხვავებით, ნაკლებად ენდობა, უპირატესობას მარტინ ბრეითუეიტს ანიჭებს, მაგრამ თუ ფატი სათამაშო დროს მიიღებს, “ბარსა” ამით არაფერს დაკარგავს.
მარტინ ბრეითუეიტი
ნაკლებად ტექნიკური, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი ფორვარდია. მისი დებიუტი ფეთქებადი გამოდგა და ასეთივე ტემპით გააგრძელა. მას სურს, რომ “ბარსაში” დიდხანს დარჩეს, რაც მარტივი საქმე არ იქნება.
ლუის სუარესი
სუარესი სულ მალე დაბრუნდება. კლუბი ელოდა, რომ გაცილებით დიდი წონით დაბრუნდებოდა, მაგრამ ლუისმა შეძლებისდაგვარად, ამის მოგვარება შეძლო. შესაძლოა, კორონავირუსის გამო მიღებულმა სტრესმაც თავისი გაიტანა და სუარესი მისაღები წონით დაბრუნდა. ნელ-ნელა ფორმას აღიდგენს და “ბარსა” სეზონის განახლებისთვის, აბსოლუტურად მზად იქნება.




გრიზი პროფესიონალია. გაგვახარებს კიდე მთავარია არ გაყიდონ კვერცხებმა
მოუთმენლად ველი ბარსას თამაშს😍😍
ისე წარმოიდგინე რონალდოს შრომისმოყვარეობა რო ჰქონდა მესის რა იქნებოდა. ანუ გეთანხმები რაც დაწერე, მარა არაა ისეთი მშრომელი როგორც რონალდოა მაგას გულისხმობს ხალხი და მაინც პირველობას არავის უთმობდ ამის მიუხედავად. ფსიქოლოგიურადაც რო ძლიერი იყოს ლეო, მგონია მსოფლიო მოგებული ექნებოდა.
რაიცი როგორი შრომის მოყვარეა მესსი და რა აქ გაკეთებული ამ ფორმას და კონდიციებს რო ინარჩუნებს აღნაგობა არ აქ თორე მაგარ ჯანზეა
კარგია კარგია ისე უნდა მოვიხოდოთ რო ლიგის მოსაგებად გავიწიოთ მშვენიერი შანსი გვაქვს
სად, დორტმუნდში?
მომავალი წლის აპრილში მარა დაიმტვრევა და კიდე 2 წელი დაველოდებით🤣🤣🤣
დემბუზინიო როდის დაბრუნდება ნეტავ?? 😂😂😂
დემბელე უჩლზრ დაბრუნდება მარა რა ფორმაში იქნება კაცმა არ იცის. ლა ლიგაში ისედაც ვრრ დაგვეხმარებოდა იმიტო რო ბრაიტვეიტი ჩასვეს მაგის მაგივრად. ლიგაზე შეეძლება თამაში. სკამიდან ცუდი ვარიანტი არ იქნება. მესიმ უნდა იყოჩაღოს და თავისუფლად შეიძლება ლა ლიგის და ლიგის მოგება. ასევე დეიონგი და არტური რას იზავენ მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს
თუ ძველებურად კვლავ :დდდ
ინტერვიუ ვნახე :დ ვუდ იუ რაზერ ეთამაშა ვიღაც ნაშამ ;დ იმენა კლუბიც ეკაიფება დ ისეთი კითხვები დაუსვეს :დ
თუ ძველებურად კვლავ :დდდ
ვარჯიშობს რა, ბრუნდება ნელ-ნელა.
მაგრამ ამ სეზონში ვერ ითამაშებს.
ზის სახლში და მაიმუნობს.
მიდი გრიზო დაანახე ამ ბრუტიანებს რო ლაუტარო უკვე აქა ხარ უფრო უკეთესი ვერსია და მისი მოთრევა არაა საჭირო
ყველაზე სასაცილოა რო ამბობენ მესი არ ვარჯიშობს პროსტა ნიჭი აქო .. ნიჭით მარტო 2-3 სეზონს ითამაშებ და მორჩება შენი კარიერა .. ყველა დღე .. 365 დღე .. თავდაუღალავად თუ არ იშრომე ამხელა კონკურენციას ვერ გაუწევ ვერავის … უამრავი ფეხბურთელი ვარჯიშობს და ცდილობს თავის დამკვიდრებას .. ოდნავ რო მოდუნდე გადაგყლაპავენ