workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესის მაიკლ ჯორდანის მსგავსად ხილვა მსურს – ლუკას ბილია

ლეო მესის მაიკლ ჯორდანის მსგავსად ხილვა მსურს – ლუკას ბილია

“მილანის” ყოფილი არგენტინელი ნახევარმცველი, ლუკას ბილია თანამემამულე ლეო მესიზე საუბრობს.

“Last Dance-ს (უკანასკნელი ცეკვა) ყურება ცოტა ხნის წინ დავასრულე, ეს შესანისნავი იყო. ვიმედოვნებ, რამდენიმე წელიწადში ჩვენს ფენომენთან, მესისთან მსგავს რამეს ვნახავთ.

ჩვენ მის შესახებ ბევრის გაგება შეგვიძლია, რადგან მის ვარჯიშსა და თამაშს ვხედავთ, თუმცა ბევრი რამე არ ვიცით, როგორც ფილმში (მაიკლ ჯორდანთან ერთად).

ყველას ახსოვს სცენა, სადაც ჯორდანი NBA-ს ჯილდოს ეხვევა და ტირის. მსგავს შემთხვევას, მსოფლიო ჩემპიონატის თასთან ერთად, ლეოსთან მიმართებაშიც ვისურვებდი.

ვიცი, ეს მესისთვის და არგენტინელი ხალხისთვის რას ნიშნავს. ლიონელი ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ არა თავმდაბლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ თავს ყოველთვის კომფორტულად გაგრძნობინებს.

არგენტინელი თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს, ამიტომაც ის სხვებზე 100-ჯერ უკეთესია.

კარგი მოგონებები ყოველთვის გამახსოვრდება, თუმცა, რა თქმა უნდა, გონებაში ცუდიც რჩება.

ადამიანმა ამდენი ტანჯვა რატომ უნდა განიცადოს? ის, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არ აქვს, მაწუხებს და საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ?”, – განაცხადა ბილიამ.

შეგახსენებთ, “ლა პულგა” მუნდიალის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, თუმცა ფინალში “ალბისელესტე” გერმანიის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 27 მაი 2020, 01:32
    #1

    მერე გაანძრიეთ უკანალები მარტო მესი რო თამაშობს ნაკრებში