Sport: “ბარსელონა” პირველ მატჩს 14 ივნისს ჩაატარებს

Sport: “ბარსელონა” პირველ მატჩს 14 ივნისს ჩაატარებს

ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრა, “მალიორკასა” და “ბარსელონას” შორის 14 ივნისს, ადგილობრივი დროით, 19:30 საათზე (თბილისი – 21:30) გაიმართება. ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, დაადასტურა, რომ პირველი მატჩი სევილია-ბეტისი იქნება. კატალონიური გამოცემა წერს, რომ სევილიური დერბი 11 ივნისს, ხუთშაბათს, გაიმართება. მომდევნო დღეს მას მოჰყვება ბილბაო-ატლეტიკო, შაბათს რეალი-ეიბარი, ხოლო კვირას კი – მალიორკა-ბარსელონა.

მატჩის დაწყების ზუსტი დრო, ჯერჯერობით, ცნობილი არაა. იგი, სავარაუდოდ, 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, თუმცა მისი ორი საათით გადაწევა განიხილება.

“ბარსელონამ” მატჩისთვის ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება უკვე დაიწყო. ჩარტერული ფრენა თამაშის დღეს განხორციელდება. მალიორკაზე ერთ-ერთი სასტუმროს ერთი სართული უკვე დაჯავშნილია. გუნდი ბარსელონაში ღამით დაბრუნდება.

ლა ლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი, აგვისტომდე კი 7 უიქენდია, რაც ნიშნავს იმას, რომ 4 ტური კვირის შუაში გაიმართება. იქნება ორი ერთკვირიანი შესვენებაც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • katalomia
    schedule 26 მაი 2020, 15:37

    ციტატა: ani-barca10

    ციტატა: katalomia
    Aghar iqneba is fexburti rac gviyvars. Am cariela stadionze sirbili varjishebze kmara bichebistvis, yvela ucdis im tamashis dges mayureblis da qomagis winashe warsdges da ara es tyuila burtis goraoba mdumare stadionze. Mobezrdebat tu male ar daushves baleshikebi.


    უფასოდ კი არ თამაშობენ რა მობეზრდებათ :დდ ახლა ასეთი ვითარებაა ასე რომ პროფესიონალები არიან და ითამაშებენ

    Fexburtia golfi xoara baleshikebis gamo tamashobs fexburteli da ara mxolod misi samwrtvnelo shtabistvis. Is qomagi muxtavs gunds da ar adzlevs modunebis sashualebas. Zustad egaa ro ufasod ro ar darbian da fulis gamo aketeben naxevari dzalit da ushishxatod itamasheben da mere saertodac ar gavidnen satamashod ertxekac iqneb)) Ghmertma nu qnas, magram dzaan sheicvleba fexburti ase tu gagrdzelda

  • Gaucho24
    schedule 26 მაი 2020, 13:43

    ციტატა: Ronaldinho.

    ციტატა: Gaucho24
    "ჩემი სხვა გუნდში ტრანსფერის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა მე ბარსელონადან წასვლას არ ვაპირებ.

    გუნდი, რომელშიც თამაში მსურს კატალონიაშია დაბინავებული. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, როგორც ფეხბურთელებს, ისე სამწვრთნელო შტაბს.

    ამ კლუბიდან წასვლის მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ" არტურის განცხადებაა


    ხო ეს ამბავი კაია და რავიცი შეიძლება ძალით აგირებულია ბარსას მხრიდან ეგ რო არტურმა ბოლომდე დადოს შედეგი და მოიხოდოს) ბოლოს ისე იყო ცოტა მოდუნებუკი თითქოს გაიპრავა ვსო ბარსას ასნავნოი 10 წელი და ეხა წყალი შეუყენეს პიანჯჩით და გაცვლებით ამიტო ცუდი არიქნება გამოფხიზლდება და ბოლომდე დაიხარჯება) ნაცადი ხერხია ბევრჯერ უქნიათ გუნდებს კონკრეტულ ფეხბურთელებზე აბა ეგრეც არ გაგიჟებულა ბარსას ხელმძღვანელობა რ
    რო პიანიჩში გაცვალონ არტურა)


    ისეთები ქნეს არ გამიკვირდება რომ გაცვალონ

  • katalomia
    schedule 26 მაი 2020, 12:50

    Aghar iqneba is fexburti rac gviyvars. Am cariela stadionze sirbili varjishebze kmara bichebistvis, yvela ucdis im tamashis dges mayureblis da qomagis winashe warsdges da ara es tyuila burtis goraoba mdumare stadionze. Mobezrdebat tu male ar daushves baleshikebi.

  • Gaucho24
    schedule 26 მაი 2020, 12:49

    "ჩემი სხვა გუნდში ტრანსფერის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა მე ბარსელონადან წასვლას არ ვაპირებ.

    გუნდი, რომელშიც თამაში მსურს კატალონიაშია დაბინავებული. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, როგორც ფეხბურთელებს, ისე სამწვრთნელო შტაბს.

    ამ კლუბიდან წასვლის მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ" არტურის განცხადებაა

  • M10 S9 D11
    schedule 26 მაი 2020, 12:43

    ვეღარ ვითმეეენ