როგორც Diario Sport იტყობინება, ამჟამად “ბლაუგარანას” მაისურების შვიდი თავისუფალი ნომერი აქვს: 6, 7, 11, 12, 14, 16, 25.
ეს ნომრები “ბარსას” იჯარით განათხოვრებულ ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ, ხოლო ზოგი მათგანი 2019-20 სეზონის დასაწყისიდანვე თავისუფალი იყო.
უსმან დემბელეს შემთხვევაშიც, ის ლა ლიგის ოფიციალური განაცხადის მიღმაა დარჩენილი, რადგან კლუბმა მის ნაცვლად მარტინ ბრეითუეიტი დაარეგისტრირა.
როგორ შეიძლება განაწილდეს აღნიშნული მაისურის ნომრები?
ნომერი 6
გარკვეული მოსაზრების მიხედვით, ჩავის ლეგენდარული 6 ნომერი, სათამაშო სტილის მსგავსების გამო, არტურს უნდა მოერგო. ამ შემთხვევაში, 8 ნომერი “ბარსას” პოტენციური ნახევარმცველისთვის, მირალემ პიანიჩისათვის, გათავისუფლდებდებოდა.
სეზონის დასაწყისში 6-ნომრიან მაისურს ჟანკ-კლერ ტოდიბო ატარებდა, თუმცა იანვარში ის “შალკეში” გაანათხოვრეს.
ნომერი 7
ანტუან გრიზმანს ახალი სეზონიდან მისთვის საყვარელი მაისურის ნომრის დაბრუნება შეეძლება. ამ ნომერს უკანასკნელ სეზონში ფილიპე კოუტინიო ატარებდა.
რამდენიმე თვის წინ ფრანგმა Diario Sport-ს განუცხადა: “მოხარული ვიქნები, თუ 7-ნომრიან მაისურს ისევ მივიღებ.”
ნომერი 11
მის ტარებაზე ნეიმარი ყველაზე რეალური კანდიდატია. ბოლოს ამ ნომერს უსმან დემბელე ფლობდა, თუმცა პსჟ-სთან სატრანსფერო კუთხით შთანხმების შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც დემბელე ნეიმარის გადმოსაბირებლად ტრანსფერში ჩაერთვება, ეს მაისური ვაკანტური აღმოჩნდება.
ნომერი 12
“ბარსას” მთავარი სატრანსფერო სამიზნისათვის, ლაუტარო მარტინესისთვის, 12-ნომრიანი მაისური მისაღები იქნება. ის არგენტინაში 22 ნომერს ატარებს, “რასინგში” კი 32-ით გამოდიოდა.
ნომერი 14
ეს რიცხვი რიკი პუჩისთვის, როგორც იოჰან კრუიფის მემკვიდრისათვის, ნამდვილად იდეალური ვარიანტი იქნება. ამ ნომერს მანამდე მასკერანო და მალკომი ატარებდნენ.
ნომერი 16
ეს რიცხვი ბოლოს მუსა ვაგეს ეკუთვნოდა. იმ შემთხვევაში, თუ პიანიჩი 8 ნომერს არ აიღებს, სწორედ ეს მაისური იქნება მისთვის ვაკანტური.
ნომერი 25
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” მატიას დე შილიოს ტრანსფერს ბოლომდე გაჩარხავს, ეს ნომერი სწორედ იტალიელის მაისურზე აღმოჩნდება. აღნიშნული რიცხვი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თავისუფალია.




მერე ამ სეზონის ბოლოს ვინც წავა, იმათზე იცით რამე? იქნებ სულაც კიდევ 10-12 ნომერი გათავისუფლდეს კიდევ. ხო იძახდნენ გუნდში ხელშეუხებელი მხოლოდ 6 კაციაო. იმ ნომრებს რას უშვრებით? ან ვინ მოვა იცით?
6 არტურს 7 გრიზმანს 8 კოუტინიოს რო დაბრუნდება 11 ნეიმარს თუ მოიყვანეს და 17 დემბელეს თუ არადა დარჩება ისევ 11 ნომერი დემბოს და 17 ბრაიტვაიტს
კი რატის FA CUP იც აქვს მოგებული ჩელსისთან ერთად მარა როგორც ყველა…… იმედია ჩაკვეც ეგრე არ გამოდგება
სასტავ არმეგონა და თურმე ადრე ჩელსიში თამაშობდა ერთი ასეთი ქართველი ფეხბურთელი რატი ალექსიძე. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მაგრამ ტრამვები