“ბარსელონამ” “ბრაგას” პორტუგალიელი ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო გადაუხადა და ეს თანხა ფრანსიშკუ ტრინკაუს შესაძლებლობებთან და ტალანტთან სრულად შესაბამისია.
Diario Sport-ის ინფორმაციით, “ბარსა” 20 წლის ფეხბურთელის პროგრესით მოხიბლულია და იმედი აქვს, რომ მისი მონანცემებიდან გამომდინარე, ევროპის 23-წლამდე ამომავალ ვარსკვლავებს, ჯეიდონ სანჩოს, ერლინგ ბრანდ ჰოლანდსა და კილიან მბაპეს კონკურენციას გაუწევს.
მიმდინარე სეზონში ტრინკაუმ 31 ჩატარებულ მატჩში 7 გოლის გატანა და 9 ასისტის გაკეთება მოახერხა.
“ბრაგას” პრეზიდენტი, ანტონიო სალვადორი, დარწმუნებულია, რომ ფრანსიშკუ მცირე ხანში მსოფლიოს საუკეთესოთა რიგებში აღმოჩნდება.
“ჩვენ უკვე ვიცით, რომ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელს ვკარგავთ. ის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ტრინკაუ მომავალ დეკადაში საკუთარ სახელს აუცილებლად დატოვებს.”




თუ უნდა რო მაგათ აჯობოს ბარსაში რო გადმოვა სათამაშოთ მუხლები არ უნდა აუკანკალდეს მოედანზე და თავის თავზე აიღოს ხოლმე თამაშები
მე ამის რამდენიმე თამაშს უყურე ,ძალიან მომეწონა,ასე თუ გააგრძელა ნამდვილად ღირს ის თანხა რაც გადაიხადეს.თან ძაან ახალგაზრდა, ყველაფერი წინ აქვს
ნეტა გაუწიოს
ნეტა მასე იყოს.
წინუსწრებთ მოვლენებს
Imattan shedarebit 0 ia jer