“ბარსელონა“ ნახევარდაცვაში მოთამაშე უმაღლესი დონის მქონე ფეხბურთელების სიმრავლით ცნობილია. ლიონელ მესიმ შეტევიდან შედარებით უკან დაიხია და გუნდს სახეცვლილი პოზიციიდან ეხმარება. სერხიო ბუსკეტსი კი “ჩავიესტას“ ეპოქიდან დაწყებული დღემდე საყრდენ ზონაშია გამაგრებული.
მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი დე იონგისა და არტურის სახით გუნდს მომავალში მოედნის შუა ნაწილის დასაკუთრება არ უნდა გაუჭირდეს, მაინც შეგვიძლია სამი განსაკუთრებით სასურველი ტრანსფერის ჩამოთვლა, რომელიც “ბლაუგრანას“ უზარმაზარ პოტენციალს შესძენს და მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვის ფორმირების საშუალებას მისცემდა:
კევინ დე ბრუინი
გუნდს მომენტების ნახევარდაცვიდან შექმნა დიდად არ ეხერხება. ისევ და ისევ ლეო მესის ხარჯზე ამ სათამაშო კომპონენტის მოგვარება არასწორი მიდგომა იქნება. კევინ დე ბრუინი კი, როდესაც ჯანმრთელადაა, ევროპის ყველაზე კრეატიული ნახევარმცველია. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის მიმდინარეობა თავის თავზე აიღოს და საგოლე გადაცემით ან თუნდაც გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტოს.
ნგოლო კანტე
“ჩელსისა“ და “ბარსას“ შორის ნგოლო კანტეს შესახებ ჭორები გასულ რამდენიმე კვირაში ვრცელდებოდა. ფრანგი მსოფლიო ჩენპიონი ფიზიკურ დუელებში მთელი ევროპის მასშტაბით უკონკურენტოა. მისი სახით ნახევარდაცვის ბალანსი ძალიან გამარტივდებოდა და თავდაცვის დროს ნამდვილი ფარი იქნებოდა “ბლაუგრანასთვის“, რაც მცველებს საქმეს მნიშვნელოვნად გაუადვილებდა.
ბრუნო ფერნანდეში
კევინ დე ბრუინის მსგავსად, პორტუგალიელი ნახევარმცველი გატანილი გოლებით თავს აქტიურად იჩენს. მას შორიდან შესანიშნავი დარტყმა აქვს და მეტოქე გუნდის კარის დარაჯთათვის მის გასროლებთან გამკლავება ყოველთვის რთულია. ბრუნოს პასის იდეალური კულტურა აქვს, შეუძლია დიაგონალური, გრძელი და მეკარესთან ერთი ერთზე გამყვანი გადაცემების გაკეთება.
თავად რომელ ნახევარმცველს დაასახელებდით “ბარსელონას“ შუა ხაზის გასაძლიერებლად ევროპის მასშტაბით?




დე ბრუინი ზედგამოჭრილია ბარსას სტილისთვის.
დე ბრუინი❤️
Haverti, Fabian ruiz. Aoueri. Don van de bek.ziechi.amatgan ert erti moiyvanon da coutinho dabrunon da dzaan magari naxevar dacva gveyoleba
მესსი დე იონგის და ბუსის წინ
ფაბიან რუისი
დე ბრუინი კი კარგია მაგრამ ბარსელონა ვერ იყიდის და მითუმეტეს ახლა.. ვინც მოსაყვანია ის მოიყვანონ , ლაუტარო , მარცხენა ფლანგი , ალბას შემცვლელი , და ცენტრ მცველი ნახევარდაცვას რაც შეეხება. დე იონგი , არტური , კოუტინიო , მუდამ მინდოდა ეს სამი ერთად დაეყენებინათ , მაგრამ ეეჰ.. დააბრუნონ კოუ და დააყენონ იმ ადგილას რა ადგილიც ეკუთვნის , ვინგერად კი არა და მერე ნახევარდაცვას კრეატივიც ექნება კოუს სახით , ბურთის დაჭერა და ტემპის კონტროლი დე იონგის და არტურის სახით , პასები და თავბრუს დახვევა არ შეეშლებათ , ამათ პლუს მესი , იდეალური იქნება , მაგრამ არა ესენი კოუტინიოს გაყიდიან 30 მილიონად , არტურს გაცვლიან პიანიჩში , დატოვებენ რაკიტიჩს და ვიდალს , მოიყვანენ რაბიოს და მერე იწუწუნებენ თამაში არ წაგვივიდაო და მერე მესიც ადგება და წავა ბარსადან.
ტერ-შტეგენი/ნეტუ
დესტ/რობერტო პიკე/ტოდიბო უმტიტი/ლენგლე ალბა/ტალიაფიკო
ბუსკეცი/დე იონგი არტური/დეიონგი კოუ/პიანიჩი,დეიონგი,პუჩი
მესი/მესი სუა/ლაუტარო ნეი/დემბელე/ბრაითვაიტი,ფატი
ბრუნო ფერნანდეშით გაძლიერებული მახევარდაცვა არ გაიშვა,
დე ბრუინი კარგი იქნებოდა, თორე გუნდში შემქმნელი მარტო მესია, კანტე უკვე აღარ არის საჭირო, ბუსკეცი და დეიონგი საკმარისია
დე ბრუინი რასაკვირველია
დებრუინი ზე კლასია
ხავიესტას, ბუსის, ჯერარდის ლამპარდის და სქოულზთან თამამად ეკუთვნის 1 ოქროს ადგილი საუკეთესო ნახევარმცვრლებში.
ბრუნოს მოყვანა ჩემი აზრით ყველაზე გამართლებული იქნება საოცარი ტალანტი აქვს ვფიქრობ რომ ისტორიას შექმნის
KEVI ყველაზე მაგარია
დაბრუნდეს კოუტინიო დააყენონ ნახ.დაცვაში და ნახეთ მერე კრეატივი.ფერნანდესის გასროლები მონაგონი იქნსბა
რა თქმა უნდა დებრუინი, ზე კლასია.
რო ავრცელებენ ინფორმაციას აგერ ნეიმარი მოგვყავსო, მაგის მოყვანას ბევრად ჯობია დებრუს დათრევა, 150 მილიონად უეჭველი გამოუშვებენ, თან ამ კრიზისის (კორონა) და კონკრეტულად სიტის კრიზისის ფონზე შეიძლება ბევრად იაფად შევიძინოთ, ეს კაცი ყოველ თამაშში სულ რო არაფერი 2-3 ისეთ პასს გააკეთებს რო გოლს გაატანინებს გუნდს, დებრუინი ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესო შემტევი ნახევარმცველია, ყველაფერი მაგრად გამოსდის დარტყმა, პასი(მოკლე, გრძელი, რკალი, ჩაშვება, ცხრათაშუა…) მოტყუება, ართმევა, დიხანია, მოედნის ხედვა, და ზოგადად იღბალა ბიჭის იმიჯი აქვს, როგორ პასსაც ჩაიფიქრებს და როგორც თვითონ წარმოუდგენია ისე გამოსდის, ეს კაცი ბარსას დაცვასაც და შეტევასაც ერთად დაალაგებდა
კანტე არა ლასანა დიარა საერთოდ არაა ბარსას სტილის და მაგარი უტვინო ნახევარ მცველია დე ბრუინი გააძლიერებდა ბარსას ნახევარ დაცვას ძალიან არტური დე იონგი დე ბრუინის ტრიო იიიფ