წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.
ოუენ ჰარგრივზი
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, ოუენ ჰარგრივზი, ფილიპე კოუტინიოს შესახებ საუბრობს: “სპორტული დირექტორი რომ ვიყო, მას აუცილებლად შევიძენდი. იმედია, პრემიერ ლიგაში დაბრუნდება. იგი ბევრ გუნდს გააძლიერებდა”. [The Mirror]
ორიოლ ბუსკეტსი
გონსალო გარსია (“ტვენტეს” მთავარი მწვრთნელი): “ორიოლ ბუსკეტსი ბრწყინვალე თვისებების მქონე მოთამაშეა, მაგრამ ის გარკვეულ ასპექტებში უნდა გაუმჯობესდეს.” [transfer20]
ალექსანდერ ისაკი
“რეალ სოსიედადის” ფეხბურთელს, ალექსანდერ ისაკს “ბარსელონასგან” შეთავაზება არ მიუღია. [Diario AS]
ალექსანდრ ჩეფერინი
UEFA-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი აცხადებს: “გეგმა შემუშავებული გვაქვს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს უნდა დაველოდოთ, რათა თარიღები დაადასტუროს. შემიძლია ვთქვა, რომ აგვისტოში ყველაფრის რიგზე ყოფნის შემთხვევაში, ევროპული სეზონი დასრულდება. თუ ვინმეს სეზონის დასრულება არ სურს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათ UEFA-ს ტურნირებზე მონაწილეობისათვის საკვალიფიკაციო ეტაპების გავლა მოუწევთ”. [beIN Sports]
რაფაელ გერეირუ
“ბარსელონას” სამიზნემ, რაფაელ გერეირუმ გუშინ განახლებულ ბუნდესლიგაში დუბლის გაფორმება შეძლო. [Football ESPN]
ჯოვანი ელბერი
ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი, ჯოვანე ელბერი აცხადებს: “ნეიმარი “ბარსელონაში” ცუდად გამოიყურებოდა. მან “ბლაუგრანა” დატოვა, თუმცა თუ მსოფლიოს საუკეთესოდ ყოფნა სურდა, “პარი სენ-ჟერმენში” არ უნდა გადასულიყო”,[Cadena SER]
🤣 😀 😀 😀
ძილის წინ კაია ზღაპრების კითხვა.