“ბარსელონას” ნახევარმცველი კარლეს ალენია, რომელიც იჯარის წესით “ბეტისში იმყოფება, ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტაზე თანახმა არაა და სევილიელებთან თანამშრომლობის სურვილი ჯერ კიდევ აქვს.
Radio Betis-თან ინტერვიუში მან განაცხადა:
“წარმოუდგენელი იქნებოდა, “ბეტისისთვის” უარი რომ მეთქვა. ბედნიერი ვარ, მიყვარს ქალაქი, ჩემი პირველი ვაჟი აქ შემეძინა და მომწონს, თუ როგორ ექცევიან აქ ფეხბურთელებს.”
“მომავალი? რა თქმა უნდა, ამ საკითხზე საფეხბურთო სეზონის შეჩერებისას ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა, მომავალში მხოლოდ დარჩენილ 11 შეხვედრას განვიხილავ და ამაზე შორს, ჯერჯერობით, არ ვფიქრობ.”
“ფოკუსირებული აუცილებლად ამაზე უნდა ვიყო. სევილიურ გუნდში ძალიან ბედნიერი ვარ და მომავალზე ფიქრისათვის ჯერ მიზეზი არ მაქვს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩემს თავს ასეთი რამ მოხდებოდა. ახლა მხოლოდ სევილიაზე ვფიქრობ (“ბეტისის” პირველი მოწინააღმდეგე განახლებული ლა ლიგის სეზონში).”
ალენია “ვერდიბლანკოს” იჯარის წესით, ზამთარში, “ბარსადან” შეუერთდა. მან, ყველა ტურნირზე ერთად, 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.



Dejongtan da arturtan ertad tavisdroze tuver sheewyo mere gind gyolia ginda ara
და ყველას რო უშვებ სკამზე შენ ჯდები ? თუ ამაზე უკეთესს მოიყვანს ბართუშა ?
და უკაცრავად ამაზე უკეთესები არ გვყავს გუნდში? პუჩი ან კოლეადო? აგერ კოუტინიო დაბრუნდება და არტური დე იონგი კოუტინიო ვიდალი პუჩი რობერტო როცა გვყავს ეს ვის რა ფეხებად სჭირდება
და ყველას რო უშვებ სკამზე შენ ჯდები ? თუ ამაზე უკეთესს მოიყვანს ბართუშა ?
რავიცი 4ასისტი რაკიტიჩს 29თამაშში აქვს და აღარ ჯობია.თან შემტევი ნახ.მცვების დეფიციტია გუნდში.ეს და კოუტინიო დააბალანსებენ შემტევი კუთხით ნახ.დაცვას
დარჩი მერე ვაფშე არ გვჭირდები
შენ გაიხარე ძლივს არ ვნახე ვინც ნორმალურად და საღად აზროვნებს
ალენია არუნდა გაუშვან