workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლივერპული” “ბარსას” ტანგი ნდომბელესთვის ბრძოლაში შეეცილება

“ლივერპული” “ბარსას” ტანგი ნდომბელესთვის ბრძოლაში შეეცილება

FootMercato-ს ცნობით, “ლივერპული” “ბარსელონას” ტანგი ნდომბელესთვის ბრძოლაში შეუერთდა.

“მერსესაიდელებს” ფრანგი ნახევარმცველის შეძენა იჯარით, თუმცა გამოსყიდვის უფლებით სურთ. “წითლებს” მისი დამატება გასულ ზაფხულშიც უნდოდათ, თუმცა 54 მილიონი ევროს გადახდას არ დათანხმდნენ და შესაბამისად, ნდომბელე “ლიონიდან”  “ტოტენჰემში” აღმოჩნდა.

23 წლის მოთამაშის მიმართ ჟოზე მოურინიოს დიდი სიმპათიები არ გააჩნია და გავრცელებული ჭორების მიხედვით, მასთან ერთად მომავალში მუშაობა არც ფრანგს სურს.

მიუხედავად “ლივერპულის” მხრიდან აქტიურობისა, კატალონიელები ტანგის ტრანსფერზე კვლავაც ფავორიტები არიან. თუმცა, დიდ ხანს უმოქმედობაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამართლებული არ იქნება. 

უკანასკნელი ცნობებით, “ბარსელონა” მის წარმომადგენელს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 10 მაი 2020, 08:40

    წაიყვანოს ბარსას არაფერში არ სჭირდება ეს