workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკემ “ბარელონას” მადლობა გადაუხადა

ლუის ენრიკემ “ბარელონას” მადლობა გადაუხადა

“ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, კლუბს მილოცვისა და იუბილესადმი მიძღვნილი ვიდეოსთვის მადლობა გადაუხადა.

ესპანელი 50 წლის პარასკევს გახდა და “ბარსამ”, მის საპატივსაცემოდ, ოფიციალური ტვიტერის გვერდზე 1997/98 წლებში გამართულ “ელ კლასიკოში” გატანილი გოლი გაიხსენა.

ენრიკემ ამის პასუხად საკუთარ გვერდზე დაწერა:

“ბარსელონაში” ყველაფერი განსხვავებული იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მუდამ “კულე”… გაუმარჯოს “ბარსას”! გაუმარჯოს კატალონიას!”

ლუის ენრიკე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014-2017 წლებში იყო. ამ პერიოდში კლუბს შთამბეჭდავი შედეგები და პერფორმანსები ჰქონდა. 2014-15 წლების სეზონში გუნდმა 5 ტიტულის მოპოვება მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • სპარტაკი
    schedule 10 მაი 2020, 08:08

    ასწორებს რეალს რომ ასეთ კაცს აახევ და ისტორიას დაწერ.. ლუჩოს ბარსა რაღაც მკვლელი იყო არასდროს მაკლდა ის რომ გოლი როდის გავა სიამოვნებით უყურებდი .. იმედია უკეთესი წლები გველის.. ისტორიისთვის მადლობა ლუჩოს..

  • დომენტი
    schedule 09 მაი 2020, 11:12

    ისტორია დაწერა კაცმა…ტრიპლეტი და სულ ხუთი ტიტული სეზონში.მადლობ ლუო

  • messi and iniesta
    schedule 08 მაი 2020, 22:32

    ფეხბურთელიც საოცარი იყო ლუჩო და მწვრთნელობაც კარგად გამოსდის