workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “რეალის” წარმატება აძლიერებს “ბარსელონას”

კრუიფი: “რეალის” წარმატება აძლიერებს “ბარსელონას”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბარსას” ფეხბურთელებისა და მათ მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას, მიმართ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ამჯერად, ცნობილმა “მფრინავმა ჰოლანდიელმა”, ქების დროს მოიხმარა მადრიდის “რეალიც”: “მადრიდელთა ყოველი გამარჯვება უფრო აძლიერებს “ბარსელონას”. “რეალმა” ბოლო სამი მატჩი მოიგო, ზუსტად იგივე გააკეთეს კატალონიელმა ფეხბურთელებმა და გვარდიოლამ. მინდა შეგახსენოთ “რეალი”–”სევილიას” მატჩი. ამ თამაშში “რეალი” არ იყო ძირითადი შემადგენლობით და დიდი ანგარიშით მოიგო. მადრიდისტებს უჩნდებათ კითხვა, მაშინ რატომ არ ხერხდება “ბარსასთან” ძლიერი შემადგენლობის შერჩევა, თუ “რეალს” აქვს ამის რესურსი? თუ “ბარსელონა” არ გადაეღობათ, ისინი იმ შემთხვევაში 2:6 იგებენ”. დაასრულა იოჰან კრუიფმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში