ემერსონს უმარავი გუნდის ინტერესის მოსაპოვებლად ლა ლიგაში მხოლოდ ერთი სეზონის ჩატარება დასჭირდა. “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფი ფლანგის მცველი ამჟამად “ბეტისშია” განათხოვრებული. იგი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად ითვლება. კორონავირუსული ეპიდემიით გამოწვეულ შეჩერებამდე ემერსონი საკუთარ პოზიციაზე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც ითვლებოდა.
უკვე 21 წლის ასაკში, მისი შეძენით რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბი ინტერესდება. მათ შორის არიან: “ინტერი”, “ტოტენჰემი”, “ლევერკუზენი”.
Kicker-ის ინფორმაციით, გერმანელები ბრაზილიელი ფეხბურთელის შესაძენად 20-30 მილიონის დახარჯვას აპირებენ. გარდა ამისა, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ბარსას” ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უფლება შენარჩუნებული ექნება.
ემერსონის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, “ბარსამ” სემედუს გარშემო არსებული ვითარება უნდა განსაზღვროს. თუ პორტუგალიელი წასვლას გადაწყვეტს, კლუბს მისი სარფიანად გაყიდვა შეუძლია. ამას გარდა, ნელსონის წასვლა შემადგენლობაში ემერსონისთვის ადგილის გათავისუფლებას ნიშნავს. “ბარსას” ამჟამად “ბეტისის” მცველის გუნდში დაბრუნება გარკვეული თანხა დაუჯდება, რადგანაც ბრაზილიელს სევილიურ გუნდთან ერთად, კონტრაქტის მიხედვით, კიდევ ერთი წელი აქვს სათამაშო.




მეც მაგას ვამბობ ეს და სემედო რო დავაჭიდოთ ერთმანეთს 1 წელი კარგი იქნებოდა მარა ლევერკუზენიც ან რომელიმე გერმანული გუნდი კარგი იქნებოდა 2 წლით, კარვახალი და ჰაკიმი ეგრე გაუზარდეს რეალს. 2 წლით ლევერში და მერე 30 მილიონად დაბრუნება რო შეგვეძლოს კარგი იქნებოდა. ჩმორთუმეუ ერთად არ გააჩერებს ამათ. თორე ემერსონს აქვს აშკარად ალვეშისეული მონაცემები, კარგი პასი აქვს, სემედოზე უკეთესი. მთავარია ეს არაკაცი წავიდეს პრეზიდენტობიდან და გვეშველება
გაასხმევინეთ იმ პრახადნოი დვორს და დააბრუნეთ ეს მშვენიერი კონკურენტი ეყოლება სემედუს ამია სახით
რატომ?????????????????